სწავლების ორგანიზების ხელოვნება
სწავლების ორგანიზების ხელოვნება
0% Completed

ყველა ჩვენგანი ნამყოფია გაკვეთილზე, ლექციაზე ან ტრენინგზე პირისპირ სწავლების ფორმით. ალბათ შენც გიგრძვნია ის შეზღუდვები, რაც დროსა და ადგილზე მიჯაჭვულობას ახლავს: ტრენინგზე დაგვიანება საცობის გამო, ან უბრალოდ ის მომენტი, როცა კონკრეტულ დროს სწავლის განწყობა საერთოდ არ გაქვს. ამ თემაში პასუხს გავცემთ კითხვას შესაძლებელია თუ არა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დროისა და სივრცის დამარცხება? 

უფრო ზუსტად, ერთმანეთს შევადარებთ პირისპირ, დისტანციური და ასინქრონული სწავლების ფორმებს. თემის ბოლოს გექნება პასუხი ორ კითხვაზე: როგორც მოსწავლეს, შეგიძლია თუ არა სწავლა მაშინ, როდესაც სწავლის ხასიათზე ხარ? და როგორც მასწავლებელს, შეგიძლია თუ არა ასწავლო მაშინ როდესაც გძინავს? 

შეგახსენებ, რომ მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, აუცილებელია დააპაუზო ვიდეო ყოველ ჯერზე, როცა ეკრანზე პაუზის ნიშანს დაინახავ ⏸️. ასე შეძლებ გაეცნო დამატებით საინტერესო ფაქტებს, რომლებიც ვიდეოში არ არის ნახსენები, მაგრამ შენს პროფესიულ ხედვას მნიშვნელოვნად გააფართოებს.

მაშ ასე, დავიწყოთ!

🎬 შემდეგ ლექციაზე: მომდევნო ლექციაზე სათითაოდ გავშიფრავთ იმ ფორმებს, რომლებმაც სივრცე და დრო საბოლოოდ დაამარცხეს: გავიგებთ, რატომ არის პირისპირ სწავლება „უხილავი კავშირი“, როგორ აგზავნიდნენ ლექციებს ფოსტით 150 წლის წინ და როგორ შეიქმნა სისტემები, რომლებიც საშუალებას გაძლევს ასწავლო მაშინაც კი, როცა გძინავს —ერთად აღმოვაჩენთ შენი ციფრული თავისუფლების საზღვრებს.