ახლა შესაძლოა ვიდეოს უსმენ, მაგრამ, რომ არა გაკვეთილი, ამ ტექსტს უბრალოდ ვერ წაიკითხავდი. სწორედ გაკვეთილმა მოგცა ის პირველი ბაზა (წერა-კითხვა + დისციპლინა), რაც საშუალებას გაძლევს ეს კურსი წარმატებით გაიარო 🙂 ხუმრობის გარეშე, ეს არის ფორმატი, რომელმაც შესაძლებელი გახადა ქაოტური სამყაროდან სისტემური ცოდნა გამოკვეთილიყო.
თანამედროვე გაგებით, გაკვეთილი შეიძლება ასე განიმარტოს: მასწავლებელი ზოგადსაგანმანათლებლო გარემოში გამოუმუშავებს მოსწავლეებს საბაზისო ცოდნასა და უნარებს.
სანამ მახასიათებლებზე გადავალთ, ვნახოთ, საიდან მოდის ეს ფორმატი:
გაკვეთილის არსის გასაგებად, გამოვიყენოთ იგივე მახასიათებლები, რაც ლექციის დროს:
(დამატებითი ინფორმაცია 1): პრუსიის მოდელამდე (ანუ, მე-18 საუკუნემდე), სწავლა იყო ფასიანი და არასავალდებულო. შესაბამისად, მხოლოდ მდიდრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. პრუსიამ პირველმა შემოიღო უფასო და სავალდებულო დაწყებითი განათლება მე-18 საუკუნის დასასრულს რამაც განაპირობა მისი საყოველთაო ხასიათი.
(დამატებითი ინფორმაცია 2): საინტერესოა რას ეძახდნენ ტერმინის გაჩენამდე საგაკვეთილო პროცესს. ქვემოთ მოცემულია გაკვეთილის განვითარების სამი მნიშვნელოვანი ეტაპი:
1. იდეის გაჩენა — ძვ.წ.აღ. მე-5-4 საუკუნეების საბერძნეთი. ფაქტობრივად ძველ საბერძნეთში, სოკრატემ, პლატონმა და არისტოტელემ შექმნეს გაკვეთილის მსგავსი სწავლების მეთოდები. სწავლა ეფუძნებოდა კითხვების დასმას, არგუმენტაციასა და ცოდნის თანდათან აღმოჩენას, რაც ქმნიდა სწავლების მეთოდოლოგიურ საფუძველს. საგაკვეთილო პროცესს ძველ საბერძნეთში მოიხსენიებდნენ როგორც — „დიდასკალია“ (διδασκαλία – სწავლება) ან „დიალოგოს“ (διάλογος – საუბარი);
2. სტრუქტურის განვითარება — ძვ.წ.აღ. 1 – ახ.წ.აღ. 1 საუკუნეების რომი. მოგვიანებით ძველ რომში ციცერონისა და კვინტილიანეს მიერ მოხდა ბერძნული საგანმანათლებლო იდეების სტრუქტურიზება (გაკვეთილებად დაყოფა) და შედეგზე ორიენტირება. აქედან მოყოლებული, შუა საუკუნეების ჩათვლით, წერა-კითხვა და საწყისი განათლება ძირითადად ეკლესიის ან კერძო მასწავლებლების პირობებში ხდებოდა, კვლავაც ფასიანი და ხელმისაწვდომი მხოლოდ მდიდრებისთვის. საგაკვეთილო პროცესს ძველ რომში მოიხსენიებდნენ როგორც — „ექსერციტაციო“ (exercitatio – ვარჯიში) ან „ლექტიო“ (lectio- წასაკითხი/სასწავლი მასალის დანაწილება), რაც თანამედროვე „გაკვეთილის“ წინაპირობად იქცა;
3. დისციპლინის ფორმირება — მე-18-19 საუკუნეების პრუსია. მოხდა სწავლების მეთოდებისა და დროის მკაცრი სტანდარტიზაცია, რათა მასწავლებელს შეძლებოდა ბევრი მოსწავლის ერთდროულად სწავლება სახელმწიფო დაფინანსებით. ეს მოდელი შემდგომ მთელს მსოფლიოში გავრცელდა. საგაკვეთილო პროცესს პრუსიულ მოდელში ორი ტერმინით მოიხსენიებდნენ: ლათინური ფესვების მქონე „ლექციონ“ (Lektion — საკითხავი მასალა) და „შტუნდე“ (Stunde — საათი). სწორედ ამ დროისა და შინაარსის სინთეზით ჩამოყალიბდა გაკვეთილის თანამედროვე გაგება: დროის კონკრეტულ მონაკვეთში მოქცეული სასწავლო თემა. ეს ლოგიკა დღემდე შემორჩენილია გერმანულ Unterrichtsstunde-სა („სასწავლო საათი“) და ევროპულ ენებში გაკვეთილის აღმნიშვნელ სიტყვებში (მაგ. ინგლისური – Lesson).
შენ უკვე იცი, როგორ იყოფა მასალა ნაწილებად გაკვეთილის ფორმატში. სწორედ ეს ბაზაა იმის გარანტი, რომ სამზარეულოში შესული რეცეპტის წაკითხვას შეძლებ. თუმცა, გახსოვდეს, მხოლოდ რეცეპტის კითხვა და პროდუქტების ქიმიური შემადგენლობის ცოდნა ადამიანს ვერ დაანაყრებს.
🎬 შემდეგ ლექციაზე: შემდეგი ეპიზოდი მათთვისაა, ვისაც შედეგი „აქ და ახლა“ აინტერესებს. ჩვენ შევეხებით ფორმატს, რომელიც ადრე მონადირე ძაღლებისა და ცხენების წვრთნასთან ასოცირდებოდა, დღეს კი გლობალური ბიზნესის მთავარი იარაღია. მზად ხარ გაიგო, როგორ იქცევა ტრენინგზე მშრალი ცოდნა ცოცხალ „კუნთად“?