Skip to content
Mentor.geMentor.ge
  • კატეგორიები
    • Digital Marketing
    • Motivation
    • Programming
    • ბიზნესი
    • ტრენერთა ტრენინგი
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
    • ასინქრონული
    • დისტანციური
    • პირისპირ
  • პროფილი
    • შესვლა
    • რეგისტრაცია
Mentor.geMentor.ge
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
    • ასინქრონული
    • დისტანციური
    • პირისპირ
  • პროფილი
    • შესვლა
    • რეგისტრაცია

სწავლების ორგანიზების ხელოვნება

  • Home
  • Course
  • სწავლების ორგანიზების ხელოვნება

სწავლების ორგანიზების ხელოვნება

  • By პაატა ცაგარეიშვილი
  • ტრენერთა ტრენინგი

დღეს ყველა ასწავლის, თუმცა ცოტამ თუ იცის რა განსხვავებაა გაკვეთილს, ლექციასა და ტრენინგს შორის? ან როდის გამოიყენოს პედაგოგიკა, როდის ანდრაგოგიკა და როდის – ჰევტაგოგიკა? საქმე ისაა, რომ თანამედროვე სწავლება მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა არ არის. ეს, პირველ რიგში, სასწავლო პროცესის სწორი ორგანიზებაა. აქ ისწავლი საფუძვლებს, რომლებზედაც დგას თანამედროვე სწავლება.

გამარჯობა! მე პაატა ცაგარეიშვილი ვარ, შენი მენტორი და თანამგზავრი ამ მოგზაურობაში. მაშ ასე, დავიწყოთ:

1. რატომ ეს კურსი?

თუ თანამედროვე სწავლებას შევადარებთ ავტობუსს, მაშინ მისი ორგანიზება ის ოთხი ბორბალი იქნება, რომელზეც მთელი სასწავლო პროცესი დგას. თუმცა, მძღოლები დამეთანხმებით — მხოლოდ ბორბლების არსებობა არ კმარა, მთავარი მაინც საბურავების სწორი შერჩევაა. თოვლიან აღმართზე ზაფხულის საბურავით ხომ ვერ წახვალ წინ? ზუსტად ასეა აქაც: არასწორი ორგანიზებით სასწავლო პროცესი ან ადგილზე „იბუქსავებს“, ან მართვას დაკარგავს.

აქ დაეუფლები სისტემურ ხედვას — ისწავლი, როგორ შეარჩიო სწორი საბურავები: ფორმატი, ფორმა, სისტემა და მიდგომა. შედეგად, შენი სასწავლო პროცესი გადაიქცევა არა უბრალოდ „გავლილ მასალად“, არამედ საინტერესო, შედეგზე ორიენტირებულ, უნიკალურ გამოცდილებად.

2. რას შეძლებ კურსის გავლის შემდეგ?

💡 სწორად შეარჩიო სწავლების ფორმატი – გაკვეთილი; ლექცია; ტრენინგი.
💡 ეფექტურად მართო სწავლების ფორმები – პირისპირ; დისტანციური; ასინქრონული.
💡 სწორად გამოიყენო განათლების სისტემები – ფორმალური; არაფორმალური; ინფორმალური.
💡 სწორად მოახდინო სწავლების მიდგომების ადაპტირება – პედაგოგიკა; ანდრაგოგიკა; ჰევტაგოგიკა.

3. ვისთვის არის?

✅ მოქმედი ან დამწყები მასწავლებლებისა და ლექტორებისთვის
✅ კორპორატიული ტრენერებისთვის
✅ HR მენეჯერებისა და L&D სპეციალისტებისთვის
✅ შვილის სწავლებაზე ორიენტირებული მშობლებისთვის
✅ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთათვის, რომელთაც სურთ საკუთარი ან გუნდის კვალიფიკაციის ამაღლება

4. ვისთვის არ არის?

❌ ვინც ეძებს ზედაპირულ რჩევებს და არ აინტერესებს მეთოდოლოგიური გამართულობა
❌ ვინც დარწმუნებულია, რომ ერთი და იგივე მიდგომა თანაბრად მუშაობს ყველა ტიპის აუდიტორიაზე

5. როგორ შეფასდები?

თანამედროვე სწავლება რომ სპორტი იყოს, მაშინ შეფასება იქნებოდა უსაფრთხო დარბაზი, სადაც შეცდომის დაშვება არა სტრესის წყარო, არამედ განვითარების საუკეთესო შესაძლებლობაა. ჩვენთან შეფასება ასოცირდება არა სტრესთან, არამედ მხარდამჭერ გარემოსთან, სადაც სპორტსმენივით თავისუფლად ვარჯიშობ და სწავლობ საკუთარ გამოცდილებაზე.

აი, როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში:

  1. ⏱️ დრო შენს მხარესაა – თითოეული კითხვის გასააზრებლად რამდენიმე წამია საჭირო. მაგალითად, პირველ სავარჯიშოში სულ 5 კითხვაა, რომელთა საპასუხოდ 2 წუთიც საკმარისია, თუმცა ჩვენ სამჯერ მეტი დრო გამოვყავით
  2. 🔄 გაქვს 3 მცდელობა – თუ რამე შეგეშლება, არ ნერვიულობ, რადგან სამი შანსი გაქვს, რომ მშვიდად მიხვიდე 100%-იან შედეგამდე. ჩვენთან გამსვლელი ქულა მაქსიმალურია, რადგან მიზანი არა დანებება, არამედ საკითხის სრულყოფილი ათვისებაა
  3. 🎓 ადასტურებ კომპეტენციების შეძენას – ეს 100%-იანი შედეგი არა უბრალოდ ციფრი, არამედ შენი ახალი კომპეტენციებია, რომლებიც დასტურდება Mentor.ge-ს სერტიფიკატით

MoTArt: დაეუფლე თანამედროვე სწავლების ხელოვნებას!

P.S. მზად ხარ, საკუთარ თავში აღმოაჩინო თანამედროვე განმანათლებელი? გელოდები ტრენინგზე, რეალობად ვაქციოთ ივანე ჯავახიშვილის მთავარი სათქმელი: „სწავლების მიზანი უნდა იყოს არა მასწავლებლის აზრების მიმდევრის, არამედ დამოუკიდებელი მოაზროვნის აღზრდა“. ✨

🔍 რა გელოდება შემდეგ ლექციაზე?

თუ დამოუკიდებელი აზროვნებაა მთავარი, მაშინ საერთოდ რა საჭიროა სწავლება? ამ კითხვაზე საუკეთესო პასუხი გასცა ისააკ ნიუტონმა — „თუ მე სხვებზე შორს ვიხედები, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გიგანტების მხრებზე ვდგავარ“. პირველ ლექციაზე ვნახავთ, როგორ ვითარდება ცოდნა: ანუ, ვის „მხრებზე“ იდგა ისააკ ნიუტონი, ახლა ვინ დგას ნიუტონის „მხრებზე“ და როგორ იკავებენ დამოუკიდებელი მოაზროვნეები ამ პირამიდის მწვერვალს.

დროებით, შევხვდებით პირველ ლექციაზე!

გაიგე მეტი

კურსის შინაარსი

თემა 1. სწავლების ფორმატები
ამ თემის გავლის შემდეგ გექნება ზუსტი წარმოდგენა გაკვეთილის, ლექციისა და ტრენინგის სპეციფიკაზე და შეძლებ მათ სწორად შერჩევას სასწავლო მიზნების მიხედვით

  • 1.1. შესავალი — როგორ ვითარდება ცოდნა
  • 1.2. ლექცია — ცოდნის სიღრმეებში მოგზაურობის ხელოვნება
  • 1.3. გაკვეთილი — საბაზისო ცოდნის/უნარების ჩამოყალიბების ხელოვნება
  • 1.4. ტრენინგი — ცოდნის უნარად გარდაქმნის ხელოვნება
  • 1.5. შედარება: გაკვეთილი VS ლექცია VS ტრენინგი
  • სავარჯიშო 1. სწავლების ფორმატები

თემა 2. სწავლების ფორმები
ამ თემის გავლის შემდეგ შეძლებ სწორად განსაზღვრო, როდის არის აუცილებელი ფიზიკური დასწრება და როდის სჯობს ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების ეფექტურობის გასაზრდელად

  • 2.1. შესავალი: დროისა და სივრცის დამარცხება
  • 2.2. პირისპირ, დისტანციური თუ ასინქრონული? ტერმინების ევოლუცია და შინაარსი
  • 2.3. თავისუფლების ფასი: სწავლების ფორმების შედარება მოსწავლის თვალით
  • 2.4. მასშტაბირება თუ იმპროვიზაცია? სწავლების ფორმების შედარება მასწავლებლის თვალით
  • სავარჯიშო 2. სწავლების ფორმები

თემა 3. განათლების სისტემები
ამ თემის გავლის შემდეგ შეძლებ შეკრა განათლების სამი სისტემა ერთიან სტრატეგიად და ზუსტად განსაზღვრო, როდის გამოიყენო თითოეული მათგანი

  • 3.1. შესავალი: დიპლომი VS კომპეტენცია
  • 3.2. ფორმალური განათლება: შენი „ოპერაციული სისტემა“
  • 3.3. არაფორმალური განათლება: შენი „აპლიკაციები“
  • 3.4. ინფორმალური განათლება: შენი „მონაცემები“
  • 3.5. შედარება: ფორმალური VS არაფორმალური VS ინფორმალური
  • სავარჯიშო 2. განათლების სისტემები

თემა 4. სწავლების მიდგომები
ამ თემის გავლის შემდეგ აღმოაჩენ სწავლების სამ უხილავ ფილტრს, რომლებიც დაგეხმარება მოსწავლის დამოუკიდებელ მოაზროვნედ ჩამოყალიბებაში

  • 4.1. შესავალი: ვინ დგას შენს წინ?
  • 4.2. პედაგოგიკა: როცა მოსწავლეს შენი „ხელის ჩაკიდება“ სჭირდება
  • 4.3. ანდრაგოგიკა: სწავლა, როგორც პარტნიორობა და პრაქტიკული გამოსავალი
  • 4.4. ჰევტაგოგიკა: როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს „სწავლის სწავლა“?
  • 4.5 შედარება: პედაგოგიკა VS ანდრაგოგიკა VS ჰევტაგოგიკა
  • სავარჯიშო 4. სწავლების მიდგომები

🎓 გაიცემა სერტიფიკატი

დაადასტურე პროფესიული ზრდა, გაამდიდრე შენი რეზიუმე (CV) კიდევ ერთი სერტიფიკატით

selected template

კურსის დეტალები:

  • ფასი:
    99GEL 199GEL
  • მენტორი:პაატა ცაგარეიშვილი
  • დონე:საბაზისო
99GEL 199GEL
ფავორიტები
მოგესალმებით!
დაგავიწყდა პაროლი?
არ გაქვს ექაუნთი?  გაიარე რეგისტრაცია

გააზიარე:

MENTOR LOGO green

SEPIA-ს პლატფორმა, რომელიც ადამიანებს ეხმარება ცოდნის შეძენასა და ამოქმედებაში 

ტელ: +995 (551) 02 22 44 
ელ-ფოსტა: info@sepia.ge

კატეგორიები

  • ტრენერთა ტრენიგნი
  • ბიზნესი
  • მარკეტინგი
  • კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლება

მენიუ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • პროფილი

გამოგვყევი

გამოიწერე სიახლეები ან/და მოიწონე ჩვენი სოციალური ქსელები

Icon-facebook Icon-youtube Linkedin Instagram
(C) 2026, by SEPIA | ყველა უფლება დაცულია
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
Forgot Password?
Lost your password? Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.
body::-webkit-scrollbar { width: 7px; } body::-webkit-scrollbar-track { border-radius: 10px; background: #f0f0f0; } body::-webkit-scrollbar-thumb { border-radius: 50px; background: #dfdbdb }
Mentor.geMentor.ge
Sign inSign up

Sign in

Don’t have an account? Sign up
Lost your password?

Sign up

Already have an account? Sign in