თუ პედაგოგიკა „ხელის ჩაკიდებაა“, ანდრაგოგიკა „მხარდამხარ სიარულია“. დააკვირდი — როცა ტრენინგზე ზრდასრული ადამიანები მოდიან, მათ არ სჭირდებათ მეგზური, რომელიც ეტყვის, საიდან ამოვიდა მზე. მათ სჭირდებათ მეგზური, რომელიც კონკრეტულ უნარს განუვითარებს. ანდრაგოგიკის არსს უკეთ გავიგებთ თუ განვიხილავთ მას ჩვენთვი უკბვე კარგად ნაცნობი 6 მახასიათებლის მიხედვით.
ანდრაგოგიკა / Andragogy
⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 1): ანდრაგოგიკის „მამამთავარი“, მალკოლმ ნოულსი, ამბობდა, რომ ზრდასრული ადამიანის სწავლა ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როცა ის ხედავს ცოდნის მყისიერ სარგებელს. თუ ზრდასრულს ეტყვი: „ისწავლე, ოდესმე დაგჭირდება“, ის ავტომატურად გათიშავს ყურადღებას. მას აინტერესებს: „როგორ დამეხმარება ეს ხვალ დილით მუშაობისას?“.
⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 2): ანდრაგოგიკაში უმნიშვნელოვანესია „თვითკონცეფცია“. ზრდასრულს სჭირდება პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარ სწავლაზე. თუ მას აიძულებ, ისე ისწავლოს, როგორც სკოლაში, ის წინააღმდეგობას გაგიწევს.
⏸️ (დამატებითი ინფორმაცია 3): გახსოვს პირველი თემის მეოთხე ლექცია ტრენინგის შესახებ? ანდრაგოგიკა სწორედ ის მიდგომაა, რომელიც ტრენინგს გაკვეთილისგან განასხვავებს. ტრენინგზე ჩვენ მოსწავლის გამოცდილებას კი არ ვშლით, არამედ მასზე ვაშენებთ ახალ კომპეტენციას.
ანდრაგოგიკა არის პარტნიორობა. ის გვასწავლის, რომ ჩვენი მთავარი მოკავშირე მოსწავლის უკვე არსებული ცოდნაა.
🎬 შემდეგ ლექციაზე: მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მოსწავლე იმდენად დახელოვნდება, რომ მას მასწავლებელი საერთოდ აღარ სჭირდება? როგორ ვასწავლოთ ისე, რომ ადამიანმა თავად შექმნას საკუთარი სასწავლო პროგრამა? მომდევნო ლექციაზე გადავალთ ჰევტაგოგიკაზე — სადაც სწავლა არა პროცესი, არამედ ცხოვრების სტილია.