Skip to content
Mentor.geMentor.ge
  • კატეგორიები
    • Digital Marketing
    • Motivation
    • Programming
    • ბიზნესი
    • ტრენერთა ტრენინგი
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
    • ასინქრონული
    • დისტანციური
    • პირისპირ
  • პროფილი
    • შესვლა
    • რეგისტრაცია
Mentor.geMentor.ge
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
    • ასინქრონული
    • დისტანციური
    • პირისპირ
  • პროფილი
    • შესვლა
    • რეგისტრაცია

თანამედროვე სწავლებასთან დაკავშირებულ ტერმინთა პრაქტიკული გამოყენება

  • Home
  • Course
  • თანამედროვე სწავლებასთან დაკავშირებულ ტერმინთა პრაქტიკული გამოყენება

თანამედროვე სწავლებასთან დაკავშირებულ ტერმინთა პრაქტიკული გამოყენება

  • By პაატა ცაგარეიშვილი
  • ტრენერთა ტრენინგი

დღეს ყველა ასწავლის, თუმცა ცოტამ თუ იცის რა განსხვავებაა „გაკვეთილს“, „ლექციასა“ და „ტრენინგს“ შორის. არადა, ტერმინების ზუსტი გამოყენება ხომ შენი პროფესიონალიზმის მთავარი ნიშანია. ამ კურსში გავარჩევთ ტერმინებს, რომლებიც ხშირად გვხვდება სწავლა-სწავლების პროცესში, მაგრამ ყოველთვის ნათლად არ გვესმის მათი მნიშვნელობა. აი, მაგალითად, ზუსტად იცი რით განსხვავდება სწავლა – სწავლებისგან? 🤔

რატომ ეს კურსი?

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე სავსეა ისეთი ტერმინებით, როგორიცაა ანდრაგოგიკა, ჰევტაგოგიკა, ქოუჩინგი, სთორითელინგი. კურსი წარმოადგენს MoTArt-ის (Modern Teaching Art) ნაწილს. ვინაიდან პირველი კურსია, ფაქტობრივად „სწავლების ნოტებია“ აქ მოცემული. ამასთან, კურსი არ არის მხოლოდ თეორიული ლექსიკონი — ეს არის შენი პროფესიული „გადარჩენის ნაკრები“, რომელიც ამ ტერმინოლოგიურ „ჯუნგლებში“ გზას გაგიკაფავს.

ჩვენ ვშლით ზღვარს თეორიასა და პრაქტიკას შორის. გაჩვენებთ ზუსტად როდის, სად და როგორ გამოიყენო ტერმინები მაქსიმალური სასწავლო ეფექტისთვის. გახდი უფრო არგუმენტირებული, თავდაჯერებული და შედეგზე ორიენტირებული განმანათლებელი. დაივიწყე მოსაწყენი ლექციები — თუ მუსიკაში არსებობს მოცარტი, თანამედროვე სწავლებაში არსებობს MoTArt-ი 😉

რას შეძლებ კურსის გავლის შემდეგ?
  • ზუსტად განსაზღვრო სწავლების რომელი ფორმატი, ფორმა, სისტემა თუ მიდგომა გჭირდება მოცემულ მომენტში — პედაგოგიკა, ანდრაგოგიკა თუ ჰევტაგოგიკა
  • მოირგო განმანათლებლის 6 მთავარი როლი (მასწავლებელიდან — მენტორამდე) და „მოაჯადოვო“ აუდიტორია სთორითელინგით
  • დაგეგმო სწავლება, რომელიც ორიენტირებულია არა მხოლოდ მშრალ ცოდნაზე, არამედ უნარებისა და კომპეტენციების განვთარებაზე
ვისთვის არის კურსი?
  • მოქმედი ან დამწყები მასწავლებლებისა და ლექტორებისთვის
  • კორპორატიული ტრენერებისთვის
  • HR მენეჯერებისა და L&D სპეციალისტებისთვის
  • შვილის სწავლა/განვითარებაზე ორიენტირებული მშობლებისთვის
  • თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთათვის, რომელთაც გუნდის პროფესიული ტრანსფორმაცია სურთ

ეს კურსი ქმნის სწავლების კონცეპტუალურ საფუძველს, რომლის გავლის შემდეგაც გექნება მკაფიო, აკადემიურად სუფთა და პრაქტიკულად გამოსაყენებელი ლექსიკა.

MoTArt: დაეუფლე თანამედროვე სწავლების ხელოვნებას!

P.S. მზად ხარ, საკუთარ თავში აღმოაჩინო თანამედროვე განმანათლებელი? გელოდები ტრენინგზე, რეალობად ვაქციოთ ივანე ჯავახიშვილის მთავარი სათქმელი: „სწავლების მიზანი უნდა იყოს არა მასწავლებლის აზრების მიმდევრის, არამედ დამოუკიდებელი მოაზროვნის ჩამოყალიბება“. ✨

გაიგე მეტი

კურსის შინაარსი

თემა 1. სწავლების ორგანიზებასთან დაკავშირებული ტერმინები
შეძლებ ზუსტად განსაზღვრო სწავლების რომელი ფორმატი, ფორმა, სისტემა და მიდგომა გჭირდება მოცმულ მომენტში — პედაგოგიკა, ანდრაგოგიკა თუ ჰევტაგოგიკა

  • (1) ლექცია 1.1. სწავლების ფორმატები: გაკვეთილი VS ლექცია VS ტრენინგი
  • (2) ლექცია 1.2. სწავლების ფორმები: პირისპირ VS დისტანციური VS ასინქრონული
  • (3) ლექცია 1.3. განათლების სისტემები: ფორმალური VS არაფორმალური VS ინფორმალური
  • (4) ლექცია 1.4. სწავლების მიდგომები: პედაგოგიკა VS ანდრაგოგიკა VS ჰევტაგოგიკა
  • სავარჯიშო 1. სწავლების ორგანიზება

თემა 2. განმანათლებლის როლებთან და ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ტერმინები
მოირგებ განმანათლებლის 6 მთავარ როლს (მასწავლებელიდან — მენტორამდე) და „მოაჯადოვებ“ აუდიტორიას სთორითელინგით

  • (5) ლექცია 2.1. აკადემიური VS პრაქტიკული VS მხარდამჭერი როლები
  • (6) ლექცია 2.2. სწავლება VS სწავლა
  • (7) ლექცია 2.3. გამოცდილება VS რეფლექსია
  • (8) ლექცია 2.4. ნარატივი VS სთორითელინგი
  • სავარჯიშო 2. განმანათლებლის როლები და ინსტრუმენტები

თემა 3. სწავლების შედეგებთან დაკავშირებული ტერმინები
დაგეგმავ სწავლებას, რომელიც ორიენტირებულია არა მხოლოდ მშრალ ცდოდნაზე, არამედ უნარებისა და კომპეტენციების განვთარებაზე

  • (9) ლექცია 3.1. სტანდარტული VS დიფერენცირებული მიდგომა
  • (10) ლექცია 3.2. მყარი უნარები VS რბილი უნარები
  • (11) ლექცია 3.3. ცოდნა VS უნარი VS კომპეტენცია
  • (12) ლექცია 3.4. ტრადიციული VS კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლება
  • სავარჯიშო 3. სწავლების შედეგები

🎓 გაიცემა სერტიფიკატი

დაადასტურე პროფესიული ზრდა, გაამდიდრე შენი რეზიუმე (CV) კიდევ ერთი სერტიფიკატით

selected template

კურსის დეტალები:

  • ფასი:
    99GEL 199GEL
  • მენტორი:პაატა ცაგარეიშვილი
  • დონე:საბაზისო
99GEL 199GEL
ფავორიტები
მოგესალმებით!
დაგავიწყდა პაროლი?
არ გაქვს ექაუნთი?  გაიარე რეგისტრაცია

გააზიარე:

MENTOR LOGO green

SEPIA-ს პლატფორმა, რომელიც ადამიანებს ეხმარება ცოდნის შეძენასა და ამოქმედებაში 

ტელ: +995 (551) 02 22 44 
ელ-ფოსტა: info@sepia.ge

კატეგორიები

  • ტრენერთა ტრენიგნი
  • ბიზნესი
  • მარკეტინგი
  • კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლება

მენიუ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • პროფილი

გამოგვყევი

გამოიწერე სიახლეები ან/და მოიწონე ჩვენი სოციალური ქსელები

Icon-facebook Icon-youtube Linkedin Instagram
(C) 2026, by SEPIA | ყველა უფლება დაცულია
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
Forgot Password?
Lost your password? Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.
body::-webkit-scrollbar { width: 7px; } body::-webkit-scrollbar-track { border-radius: 10px; background: #f0f0f0; } body::-webkit-scrollbar-thumb { border-radius: 50px; background: #dfdbdb }
Mentor.geMentor.ge
Sign inSign up

Sign in

Don’t have an account? Sign up
Lost your password?

Sign up

Already have an account? Sign in