MoTArt 1: თანამედროვე სწავლების ნავიგატორი

SAVE
GEL448

თანამედროვე სწავლებასთან დაკავშირებულ ტერმინთა პრაქტიკული გამოყენება.

დღეს ყველა ასწავლის, თუმცა ცოტამ თუ იცის რეალური განსხვავება „გაკვეთილს“, „ლექციასა“ და „ტრენინგს“ შორის. არადა, ტერმინების ზუსტი გამოყენება შენი პროფესიონალიზმის მთავარი ნიშანია.

ეს ნაკრები არის MoTArt მეთოდოლოგიის (Modern Teaching Art) პირველი საფეხური. ეს არის თქვენი პროფესიული „საორიენტაციო რუკა“, რომელიც ამზადებს ბაზას უფრო რთული საგანმანათლებლო მეთოდებისა და თეორიების ასათვისებლად. თუ მუსიკაში არსებობს მოცარტი, თანამედროვე სწავლებაში არსებობს MoTArt-ი 😉

რატომ უნდა აირჩიო ეს კურსი?

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე სავსეა ისეთი ტერმინებით, როგორიცაა ანდრაგოგიკა, ჰევტაგოგიკა, ქოუჩინგი, სთორითელინგი. ნაკრები წარმოადგენს MoTArt მეთოდოლოგიის (Modern Teaching Art) პირველ საფეხურს, სადაც ფაქტობრივად მოცემულია „სწავლების ნოტები“. ამასთან, კურსი არ არის მხოლოდ თეორიული ლექსიკონი — ეს არის შენი პროფესიული „გადარჩენის ნაკრები“, რომელიც ამ ტერმინოლოგიურ „ჯუნგლებში“ გზას გაგიკაფავს.

რას შეძლებ კურსის გავლის შემდეგ?

კურსი შედგება სამი მოდულისგან, რომელთა გავლის შემდეგ შეძლებ:

1. სწავლების ორგანიზებას

  • სწორად შეარჩიო სწავლების ფორმატი: გაკვეთილი, ლექცია თუ ტრენინგი
  • სწორად შეარჩიო სწავლების ფორმა: პირისპირ, დისტანციური თუ ასინქრონული
  • სწორად შეარჩიო განათლების სისტემა: ფორმალური, არაფორმალური თუ ინფორმალური
  • სწორად შეარჩიო სწავლების მიდგომა: პედაგოგიკა, ანდრაგოგიკა თუ ჰევტაგოგიკა

2. განმანათლებლის როლებისა და ინსტრუმენტების შერჩევას

  • კონტექსტურად მოირგოთ 6 ძირითადი როლი: მასწავლებელი, ლექტორი, ტრენერი, მენტორი, ქოუჩი თუ ფასილიტატორი
  • გადაიტანო ფოკუსი სწავლებიდან სწავლაზე (Teaching to Learning).
  • გამოიყენო რეფლექსია, როგორც სწავლების გარდაუვალი ინსტრუმენტი.
  • გახადო შენი ნათქვამი დაუვიწყარი სთორითელინგის დახმარებით.

3. სწავლების შედეგების მართვას

  • დაინახავ კავშირს სწავლებასა და უნარებს შორის: რა უნარებს ავითარებს სტანდარტული და დიფერენცირებული სწავლება;
  • გაარჩიო და განავითარო მყარი (Hard) და რბილი (Soft) უნარები;
  • განასხვავო ერთმანეთისგან ცოდნა, უნარი და კომპეტენცია, და სწორად შეაფასო შენი შრომის რეალური პროდუქტი;
  • გახდე შედეგზე ორიენტირებული განმანათლებელი: ნიშნების წერიდან  რეალურ ცხოვრებისეულ მზაობამდე (კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლება).

 

  1. მოდული 1: სწავლების ორგანიზება — აქ ავაწყობთ სწავლების „ჩონჩხს“. გაიგებ, რა განსხვავებაა სწავლასა და სწავლებას შორის და რომელი მიდგომა სჭირდება შენს აუდიტორიას.

  2. მოდული 2: როლები და ინსტრუმენტები — ამ ჩონჩხს „ხორცი შევასხამთ“. ისწავლი, როგორ მოირგო 6 მთავარი როლი (მასწავლებლიდან მენტორამდე) და როგორ „მოაჯადოვო“ აუდიტორია სთორითელინგით.

  3. მოდული 3: სწავლების შედეგები — აქ პროცესს „სულს შთავბერავთ“. ისწავლი, როგორ გადახვიდე მშრალი ინფორმაციის გადაცემიდან რეალური კომპეტენციების დაბადებამდე.

გაიგე მეტი