Homeსატესტო

    სატესტო

    დაწყება/დასრულება

    დღეები/საათები

    12

    ხანგრძლივობა

    ენა

    ქართული

    გამარჯობა მომავალო მასწავლებელო (ლექტორო, ტრენერო, ქოუჩო)! თუ გაქვს საყვარელი საქმე და გიყვარს ცოდნის გაზიარება, მაშინ ეს კურსი შენთვისაა. კურსი განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ საერთოდ არ გაქვს სწავლების გამოცდილება და დიდი ხანია გსურს დაიწყო ლექციების კითხვა შენ საყვარელ სფეროში. როდესაც ვწერ სიტყვას მასწავლებელი – ვგულისხმობ მენტორს, ადამიანს, რომელსაც აქვს ხარისხიანი სწავლებისთავის აუცილებელი ცოდნა და უნარები.

    საწყის ეტაპზე მასწავლებლის გზა არ არის იოლი, სწავლება მეტად საპასუხისმგებლო და შრომეტავადი საქმეა. მე პირადად, ამ გზის გავლა გამიადვილა ორმა გარემოებამ – პირველი ის, რომ ძალიან მიყვარს ცოდნის გაზიარება მათთვის, ვისაც ის ნამდვილად სჭირდება და მეორე – მყავდა გამოცდილი მენტორი.

    2005 წლიდან, ძირითად შემოსავალს ვიღებ ერთი სამსახურიდან, ხოლო 2007 წლიდან მაქვს დამატებითი (პასიური) შემოსავალი პედაგოგიური საქმიანობიდან. ამ კურსის შექმნის იდეა გამიჩნდა 2022 წელს, როდესაც ჩემი პასიური შემოსავალი გაუთანაბრდა ძირითად შემოსავალს:

    თუ გიყვარს ცოდნის გაზიარება, დაიწყე ლექციების კითხვა! მენტორობას მე გაგიწევ და ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ პედაგოგიური საქმიანობით მიღებულმა შენმა პასიურმა შემოსავალმა გადააჭარბა შენს ძირითად შემოსავალს. წარმატებებს გისურვებ!

    პატივისცემით,

    პაატა ცაგარეიშვილი

    კურსის ავტორი, Mentor.ge-ის სერტიფიცირებული მენტორი

    გაიგე მეტი: მენტორის CV

    სწავლის შედეგები

    კურსის შემდეგ შეძლებ:

    შეხვედრა 1. ლექციის ჩატარება – 3სთ

    შეხვედრის შემდეგ შეძლებ

    • სწავლების მეთოდების დადებითი და უარყოფითი მხარეების დახასიათებას
    • ცოდნის ორგანიზებას ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით
    • სწავლის დომენების სწორად გამოყენებას
    • სწავლის სტილების სწორად გამოყენებას
    • ლექციის სწორად ჩატარებას
    შეხვედრა 2. კურსის შექმნა – 3სთ

    შეხვედრის შემდეგ შეძლებ

    • კურსის სათაურის სწორად განსაზღვრას
    • სწავლის შედეგების სწორად განსაზღვრას
    • თემატიკისა და სასწავლო რესურსის სწორად განსაზღვრას
    • PDCA ციკლის გამოყენებას კურსის სრულყოფისთვის
    შეხვედრა 3. სასწავლო პროცესის მენეჯმენტი – 3სთ

    შეხვედრის შემდეგ შეძლებ

    • სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვას
    • ვალიდური შეფასების ინსტრუმენტის შედგენას
    • ვალიდური მტკიცებულებების შეგროვებას
    • მსმენელის პორტფოლიოს სწორად შედგენას
    შეხვედრა 4. კურსის გაყიდვა – 3სთ

    შეხვედრის შემდეგ შეძლებ

    • საკუთარი კურსის დამოუკიდებლად წარმართვას
    • სამიზნე აუდიტორიის სწორად შერჩევა
    • პოსტის სწორად შედგენა სოციალური ქსელისთვის
    • მსმენელის რეგისტრაციის ფორმის შედგენა Google ფორმის გამოყენებით
    • საკუთარი კურსის წარმართვას პარტნიორთან ერთად
    • ტრენინგ ცენტრის შერჩევა ვისთან ერთადაც განახორციელებ კურსს
    • კომუნიკაციის წარმოება სასურველი ტრენინგ ცენტრის ადმინისტრაციასთან

    ფასი

    მენტორი

    პაატა ცაგარეიშვილი
    სწავლების 17 წლიანი გამოცდილება. გაიგე მეტი: მენტორის CV

    მსგავსი კურსები