Homeროგორ ვაქციოთ ცოდნა პასიურ შემოსავლად – TOT

    როგორ ვაქციოთ ცოდნა პასიურ შემოსავლად – TOT

    დაწყება/დასრულება

    01.10.2024 / 21.11.2024

    დღეები/საათები

    სამშ. ხუთშ. / 19:00-21:30

    ხანგრძლივობა

    16 შეხვედრა / 40 საათი

    ენა

    ქართული

    შესავლი

    თუ გაქვს ცოდნა და გიყვარს მისი გაზიარება, მაშინ ეს კურსი შენთვისაა! კურსი განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ არ გაქვს სწავლების გამოცდილება და გსურს დაიწყო ლექციების კითხვა იმ სფეროში, რომელშიც უკვე დიდი გამოცდილება დაგიგროვდა.

    შეიძლება ფიქრობ, რომ ლექციების კითხვა არ არის იოლი. ეს ნამდვილად ასეა, სწავლება მართლაც საპასუხისმგებლო და შრომეტავადი საქმეა. მე პირადად, ამ გზის გავლა ორმა გარემოებამ გამიადვილა: პირველი ის, რომ ძალიან მიყვარს ცოდნის გაზიარება და მეორეც – მყავდა გამოცდილი მენტორი.

    მოკლედ, მეც არ მჯერა დრო ისე სწრაფად გავიდა მაგრამ, უკვე 17 წელზე მეტია რაც ლექციებს ვკითხულობ. თუ ფინანსებში ავსახავთ ჩემს სამუშაო გამოცდილებას, ასეთ სურათს მივიღებთ: 2005 წლიდან, ძირითად შემოსავალს ვიღებ ერთი სამსახურიდან, ხოლო 2007 წლიდან მაქვს დამატებითი (პასიური) შემოსავალი პედაგოგიური საქმიანობიდან. ამ კურსის შექმნის იდეა გამიჩნდა 2022 წელს, როდესაც ჩემი პასიური შემოსავალი გაუთანაბრდა ძირითად შემოსავალს:

    ბევრი ტექსტით თავს არ შეგაწყენ. თუ გიყვარს ცოდნის გაზიარება, უბრალოდ დაიწყე სწავლება! და ერთ დღესაც ჩემსავით აღმოაჩენ, რომ პედაგოგიური საქმიანობით მიღებულმა შენმა პასიურმა შემოსავალმა გადააჭარბა შენს ძირითად შემოსავალს.

    სილაბუსი

    კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:

    • სწავლების მეთოდის შერჩევა
    • ცოდნის ორგანიზება ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით
    • სწავლის დომენების და ტიპების შერჩევა
    • საკუთარი სალექციო კურსის შერჩევა (პრაქტიკული სავარჯიშო)
    • კურსის სათაურის სწორად განსაზღვრას
    • სწავლის შედეგების სწორად განსაზღვრას
    • თემატიკისა და სასწავლო რესურსის სწორად განსაზღვრას
    • PDCA ციკლის გამოყენებას კურსის სრულყოფისთვის
    • სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვა
    • ვალიდური შეფასების ინსტრუმენტის შედგენა
    • ვალიდური მტკიცებულებების შეგროვება
    • მსმენელის პორტფოლიოს სწორად შედგენა

    ხშირად დასმული კითხვები

    • თუ არ გაქვს სწავლების გამოცდილება და გსურს დაიწყო ლექციების კითხვა შენთვის კარგად ნაცნობ სფეროში
    • თუ გიყვარს ცოდნის გაზიარება, მაგრამ გაკლია თავდაჯერებულობა ლექციის ჩასატარებლად
    • თუ გაქვს სწავლების გამოცდილება, თუმცა გრძნობ, რომ მეტი თავდაჯერებულობა გჭირდება
    • თუ დიდი ხანია მუშაობ საშუალოდ 3000 ლარიან სამსახურში და გსურს პასიური შემოსავლის გამომუშავება
    • შეძლებ ჩაატარო ლექცია თავდაჯერებულად
    • შეძლებ შექმნა საკუთარი სასწავლო კურსი
    • შეძლებ იმუშაო დაქირავებულ მასწავლებლად
    • შეძლებ გაყიდო სასწავლო კურსი
    • გახდები SEPIA-სა და Mentor.ge-ს სერტიფიცირებული ტრენერი
    • რაც მთავარია, შეძლებ გამოიმუშაო პასიური შემოსავალი

    ფასი

    950 ₾

    მენტორი

    პაატა ცაგარეიშვილი
    პაატა ცაგარეიშვილი
    სწავლების 17 წლიანი გამოცდილება.

    მსგავსი კურსები