თანამედროვე სწავლების საფუძვლების ცოდნა მასწავლებლისთვის არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც საძირკველი შენობისთვის. ლექციასა და ტრენინგს შორის განსხვავების მკაფიოდ დანახვა საშუალებას მოგცემს ობიექტურად შეაფასო და არგუმენტირებულად დააფასო საკუთარი შრომა. სწავლების მეთოდების პირამიდის ცოდნა დაგეხმარება უკეთ გაიგო, თუ სწავლების რომელი მეთოდი, ან მეთოდთა კომბინაცია უზრუნველყოფს უკეთეს შედეგს მოცემულ სიტუაციაში. სწავლების მიზნებისა და პრინციპების ცოდნა საშუალებას მოგცემს კიდევ უფრო სიღრმისეულად გააანალიზო სწავლისა და სწავლების პროცესი, როგორც დაგეგმვის, ისე სწავლების ეტაპზე. სწავლების თეორიების შესწავლა კი, საშუალებას მოგცემს უფრო მაღალ დონეზე აიყვანო საკუთარი პროფესიული უნარები. შედეგად გახდები უფრო კომპეტენტური, კონკურენტუნარიანი და თვითკმარი მასწავლებელი.
კურსის გავლის შემდეგ შეძლებ:
- ობიექტურად შეაფასო და დააფასო საკუთარი შრომა
- დინამიკური ლექციის დაგეგმვას/ჩატარებას სწავლების მეთოდების ეფექტური კომბინაციით
- ლექციის დაგეგმვისას/ჩატარებისას თანამედროვე სწავლების მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებას
- ლექციის ჩატარებას სწავლების სხვადასხვა თეორიის შესაბამისი სტრატეგიის გამოყენებით
კურსი შენთვისაა თუ:
- არ გაქვს სწავლების გამოცდილება და გსურს გახდე მასწავლებელი
- გაქვს სწავლების გამოცდილება და გსურს გაიუმჯობესოს სწავლების უნარები
- ხარ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი და გსურს მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება
კურსის შინაარსი
შესავალი
-
ლექცია 1.1: ლექცია VS ტრენინგი
04:16 -
ლექცია 1.2. სწავლების მეთოდების პირამიდა (Learning Pyramid)
05:28