Skip to content
Mentor.geMentor.ge
  • კატეგორიები
    • Digital Marketing
    • Motivation
    • Programming
    • ბიზნესი
    • ტრენერთა ტრენინგი
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
    • ასინქრონული
    • დისტანციური
    • პირისპირ
  • პროფილი
    • შესვლა
    • რეგისტრაცია
Mentor.geMentor.ge
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
    • ასინქრონული
    • დისტანციური
    • პირისპირ
  • პროფილი
    • შესვლა
    • რეგისტრაცია

სწავლების ფორმატის შერჩევა (გაკვეთილი, ლექცია თუ ტრენინგი)

  • Home
  • Course
  • სწავლების ფორმატის შერჩევა (გაკვეთილი, ლექცია თუ ტრენინგი)

სწავლების ფორმატის შერჩევა (გაკვეთილი, ლექცია თუ ტრენინგი)

  • By Mentor
  • ტრენერთა ტრენინგი

როგორც ივანე ჯავახიშვილი ამბობდა — „სწავლების მიზანი უნდა იყოს არა მასწავლებლის აზრების მიმდევრის, არამედ დამოუკიდებელი მოაზროვნის აღზრდა“. დღეს ბევრი ასწავლის, თუმცა ცოტას თუ აქვს გააზრებული სწავლების მიზანი ამგვარად. 

გამარჯობა, მე პაატა ცაგარეიშვილი ვარ, შენი მენტორი და თანამგზავრი ამ ინტელექტუალურ მოგზაურობაში. მაშ ასე, დავიწყოთ: 

1. რატომ ეს კურსი?

თუ თანამედროვე სწავლებას შევადარებთ ავტობუსს, მაშინ სწავლების ორგანიზება ის ოთხი ბორბალი იქნება, რომელზედაც სასწავლო პროცესი დგას. ესაა: 

  1. სწავლების ფორმატები; 
  2. სწავლების ფორმები;
  3. განათლების სისტემები;
  4. სწავლების მიდგომები.

ამ კურსში ჩვენ პირველ, უმნიშვნელოვანეს „საბურავს“ დავაყენებთ — ესაა სწავლების ფორმატები.

ალბათ ხვდები, რომ ფორმატის არასწორი შერჩევის შემთხვევაში სასწავლო პროცესი ან ადგილზე „იბუქსავებს“, ან მართვას დაკარგავს. აქ დაეუფლები სწორი ფორმატის შერჩევის ხელოვნებას: გაკვეთილი, ლექცია თუ ტრენინგი. შედეგად, შენ ზუსტად გეცოდინება, როდის სჭირდება შენს აუდიტორიას აკადემიური სიღრმე, როდის — სტრუქტურირებული საფუძველი და როდის — პრაქტიკული უნარების მყისიერი გამომუშავება. შენ ააწყობ პროცესს, სადაც ყოველი წუთი მიზანმიმართულია.

2. რას შეძლებ კურსის გავლის შემდეგ?

💡 თანამედროვე გაკვეთილის ჩატარებას: ააწყობ სტრუქტურირებულ, შედეგზე ორიენტირებულ გაკვეთილს მყისიერი უკუკავშირით.

💡 თანამედროვე ლექციის ჩატარებას: წარადგენ თეორიულ მასალას ისე, რომ მსმენელმა რთული კონცეფციები ინტერესის დაკარგვის გარეშე გაიაზროს.

💡 თანამედროვე ტრენინგის ჩატარებას: დაგეგმავ პრაქტიკაზე ორიენტირებულ აქტივობებს ნებისმიერი ტიპის საგანმანათლებლო სივრცეში.

💡 ფორმატების შერეულ გამოყენებას: გააერთიანებ გაკვეთილის, ლექციისა და ტრენინგის ელემენტებს დინამიკური და მოქნილი სასწავლო გარემოს შესაქმნელად.

3. ვისთვის არის?

✅ მოქმედი ან დამწყები მასწავლებლებისა და ლექტორებისთვის
✅ კორპორატიული ტრენერებისთვის
✅ HR მენეჯერებისა და L&D სპეციალისტებისთვის
✅ შვილის სწავლებაზე ორიენტირებული მშობლებისთვის
✅ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთათვის, რომელთაც სურთ საკუთარი ან გუნდის კვალიფიკაციის ამაღლება

4. ვისთვის არ არის?

❌ ვინც ეძებს ზედაპირულ რჩევებს და არ აინტერესებს მეთოდოლოგიური გამართულობა
❌ ვინც დარწმუნებულია, რომ ერთი და იგივე მიდგომა თანაბრად მუშაობს ყველა ტიპის აუდიტორიაზე

5. როგორ შეფასდები?

თანამედროვე სწავლება რომ სპორტი იყოს, მაშინ შეფასება იქნებოდა უსაფრთხო დარბაზი, სადაც შეცდომის დაშვება არა სტრესის წყარო, არამედ განვითარების საუკეთესო შესაძლებლობაა. ჩვენთან შეფასება ასოცირდება არა სტრესთან, არამედ მხარდამჭერ გარემოსთან, სადაც სპორტსმენივით თავისუფლად ვარჯიშობ და სწავლობ საკუთარ გამოცდილებაზე. ეს გამოცდილება შენი ახალი მიღწევაა ინტელექტუალურ სამყაროში, რაც კურსის ბოლოს შენს ახალ კომპეტენციებად იქცევა,  რასაც დაგიდსატურებთ Mentor.ge-ს სერტიფიკატით.

MoTArt: დაეუფლე თანამედროვე სწავლების ხელოვნებას!

🔍 რა გელოდება შემდეგ ლექციაზე?

კრიტიკულად რომ შევხედოთ ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებას, რომელიც ვიდეოს დასაწყისში ვნახეთ, თუ დამოუკიდებელი აზროვნებაა მთავარი, მაშინ საერთოდ რა საჭიროა სწავლება? პირველ ლექციაზე ვნახავთ, თუ რა პასუხი გასცა ისააკ ნიუტონმა ამ კითხვას. ნიუტონის პასუხის შესაბამისად ავაგებთ ცოდნის პირამიდას, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ ვითარდება ცოდნა, და როგორ იკავებენ დამოუკიდებელი მოაზროვნეები ამ პირამიდის მწვერვალს. 

დროებით, შევხვდებით პირველ ლექციაზე!

გაიგე მეტი

კურსის შინაარსი

თემა 1: შესავალი — როგორ ვითარდება ცოდნა
ამ თემის გავლის შემდეგ გექნება ზუსტი წარმოდგენა გაკვეთილის, ლექციისა და ტრენინგის სპეციფიკაზე და შეძლებ მათ სწორად შერჩევას სასწავლო მიზნების მიხედვით

  • 1.1. რა გამოწვევა არსებობს სწავლების ფორმატის შერჩევასთან დაკავშირებით?
  • 1.2. როგორ წყვეტს გამოწვევას ეს კურსი?
  • 1.3. როგორ იზრდება შენი კონკურენტუნარიანობა კურსის გავლის შემდეგ?
  • სავარჯიშო 1. როგორ ვითარდება ცოდნა

თემა 2. სწავლების ფორმატების სიღრმისეული ანალიზი
ამ თემის გავლის შემდეგ გექნება ზუსტი წარმოდგენა გაკვეთილის, ლექციისა და ტრენინგის სპეციფიკაზე და შეძლებ მათ სწორად შერჩევას სასწავლო მიზნების მიხედვით

  • 2.1: ლექცია — ცოდნის სიღრმეებში მოგზაურობის ხელოვნება
  • 2.2. გაკვეთილი — საბაზისო ცოდნის/უნარების ჩამოყალიბების ხელოვნება
  • 2.3. ტრენინგი — ცოდნის უნარად გარდაქმნის ხელოვნება
  • სავარჯიშო 2. სწავლების ფორმატები

თემა 2. სწავლების ფორმები
ამ თემის გავლის შემდეგ შეძლებ სწორად განსაზღვრო, როდის არის აუცილებელი ფიზიკური დასწრება და როდის სჯობს ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების ეფექტურობის გასაზრდელად

  • 2.1. შესავალი: დროისა და სივრცის დამარცხება
  • 2.2. პირისპირ, დისტანციური თუ ასინქრონული? ტერმინების ევოლუცია და შინაარსი
  • 2.3. თავისუფლების ფასი: სწავლების ფორმების შედარება მოსწავლის თვალით
  • 2.4. მასშტაბირება თუ იმპროვიზაცია? სწავლების ფორმების შედარება მასწავლებლის თვალით
  • სავარჯიშო 2. სწავლების ფორმები

თემა 3. განათლების სისტემები
ამ თემის გავლის შემდეგ შეძლებ შეკრა განათლების სამი სისტემა ერთიან სტრატეგიად და ზუსტად განსაზღვრო, როდის გამოიყენო თითოეული მათგანი

  • 3.1. შესავალი: დიპლომი VS კომპეტენცია
  • 3.2. ფორმალური განათლება: შენი „ოპერაციული სისტემა“
  • 3.3. არაფორმალური განათლება: შენი „აპლიკაციები“
  • 3.4. ინფორმალური განათლება: შენი „მონაცემები“
  • 3.5. შედარება: ფორმალური VS არაფორმალური VS ინფორმალური
  • სავარჯიშო 2. განათლების სისტემები

თემა 4. სწავლების მიდგომები
ამ თემის გავლის შემდეგ აღმოაჩენ სწავლების სამ უხილავ ფილტრს, რომლებიც დაგეხმარება მოსწავლის დამოუკიდებელ მოაზროვნედ ჩამოყალიბებაში

  • 4.1. შესავალი: ვინ დგას შენს წინ?
  • 4.2. პედაგოგიკა: როცა მოსწავლეს შენი „ხელის ჩაკიდება“ სჭირდება
  • 4.3. ანდრაგოგიკა: სწავლა, როგორც პარტნიორობა და პრაქტიკული გამოსავალი
  • 4.4. ჰევტაგოგიკა: როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს „სწავლის სწავლა“?
  • 4.5 შედარება: პედაგოგიკა VS ანდრაგოგიკა VS ჰევტაგოგიკა
  • სავარჯიშო 4. სწავლების მიდგომები

🎓 გაიცემა სერტიფიკატი

დაადასტურე პროფესიული ზრდა, გაამდიდრე შენი რეზიუმე (CV) კიდევ ერთი სერტიფიკატით

selected template

კურსის დეტალები:

  • ფასი:უფასო
  • მენტორი:Mentor
  • დონე:საბაზისო
ფავორიტები
მოგესალმებით!
დაგავიწყდა პაროლი?
არ გაქვს ექაუნთი?  გაიარე რეგისტრაცია

გააზიარე:

MENTOR LOGO green

SEPIA-ს პლატფორმა, რომელიც ადამიანებს ეხმარება ცოდნის შეძენასა და ამოქმედებაში 

ტელ: +995 (551) 02 22 44 
ელ-ფოსტა: info@sepia.ge

კატეგორიები

  • ტრენერთა ტრენიგნი
  • ბიზნესი
  • მარკეტინგი
  • კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლება

მენიუ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
  • პროფილი

გამოგვყევი

გამოიწერე სიახლეები ან/და მოიწონე ჩვენი სოციალური ქსელები

Icon-facebook Icon-youtube Linkedin Instagram
(C) 2026, by SEPIA | ყველა უფლება დაცულია
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
Forgot Password?
Lost your password? Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.
body::-webkit-scrollbar { width: 7px; } body::-webkit-scrollbar-track { border-radius: 10px; background: #f0f0f0; } body::-webkit-scrollbar-thumb { border-radius: 50px; background: #dfdbdb }
Mentor.geMentor.ge
Sign inSign up

Sign in

Don’t have an account? Sign up
Lost your password?

Sign up

Already have an account? Sign in