როგორც ივანე ჯავახიშვილი ამბობდა — „სწავლების მიზანი უნდა იყოს არა მასწავლებლის აზრების მიმდევრის, არამედ დამოუკიდებელი მოაზროვნის აღზრდა“. დღეს ბევრი ასწავლის, თუმცა თითქმის არავის აქვს გააზრებული სწავლების მიზანი ივანე ჯავახიშვილის მსგავსად. უფრო მეტიც, ცოტამ თუ იცის რა განსხვავებაა მაგალითად, გაკვეთილს, ლექციასა და ტრენინგს შორის.
საქმე ისაა, რომ თანამედროვე სწავლება მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა აღარ არის მეგობრებო. ეს, პირველ რიგში, სასწავლო პროცესის სწორი ორგანიზებაა, რომელიც სწავლების ფორმატის შერჩევით იწყება.
გამარჯობა, მე პაატა ცაგარეიშვილი ვარ, შენი მენტორი და თანამგზავრი ამ მოგზაურობაში. მაშ ასე, დავიწყოთ:
★ 1. რატომ ეს კურსი?
სწავლების ფორმატის არასწორმა შერჩევამ შესაძლოა საუკეთესო შინაარსიც კი გააუფასუროს და სასწავლო პროცესმა მართვა დაკარგოს. მართლაც, თუ თანამედროვე სწავლებას შევადარებთ ავტობუსს, მაშინ სწავლების ორგანიზება ის ოთხი ბორბალი იქნება, რომელზედაც სასწავლო პროცესი დგას. ესაა:
- სწავლების ფორმატები
- სწავლების ფორმები
- განათლების სისტემები
- სწავლების მიდგომები
ალბათ ხვდები, რომ „საბურავების“ არასწორი შერჩევის შემთხვევაში სასწავლო პროცესი ერთ ადგილზე „იბუქსავებს“.
აქ დაეუფლები პირველი უმნიშვნელოვანესი „საბურავის“, სწავლების ფორმატის სწორად შერჩევის ხელოვნებას — გაკვეთილი, ლექცია თუ ტრენინგი? კურსის ბოლოს ზუსტად გეცოდინება, როდის სჭირდება შენს აუდიტორიას საბაზისო ცოდნა, როდის — აკადემიური სიღრმე და როდის — პრაქტიკული უნარის გამომუშავება. ააწყობ სასწავლო პროცესს, სადაც ყოველი წუთი მიზანმიმართულად არის გამოყენებული.
★ 2. რას შეძლებ?
კურსის გავლის შემდეგ შეძლებ:
✧ თანამედროვე გაკვეთილის ჩატარებას
✧ თანამედროვე ლექციის ჩატარებას
✧ თანამედროვე ტრენინგის ჩატარებას
✧ სწავლების ფორმატების შერეულ გამოყენებას
★ 3. ვისთვის არის?
კურსი პირველ რიგში განკუთვნილია:
✓ დამწყები ან მოქმედი ლექტორებისა და მასწავლებლებისთვის
✓ დამწყები ან მოქმედი კორპორატიული ტრენერებისთვის
✓ HR მენეჯერებისა და L&D სპეციალისტებისთვის
✓ შვილის განვითარებაზე ორიენტირებული მშობლებისთვის
✓ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთათვის, რომელთაც სურთ საკუთარი ან გუნდის კვალიფიკაციის ამაღლება
★ 4. ვისთვის არ არის?
კურსი არ არის მათთვის:
✗ ვინც ეძებს ზედაპირულ რჩევებს და არ აინტერესებს მეთოდოლოგიური გამართულობა
✗ ვინც დარწმუნებულია, რომ ერთი და იგივე მიდგომა თანაბრად მუშაობს ყველა ტიპის აუდიტორიაზე.
★ 5. როგორ შეფასდები?
თანამედროვე სწავლება რომ სპორტი იყოს, მაშინ შეფასება იქნებოდა უსაფრთხო დარბაზი, სადაც შეცდომის დაშვება არა სტრესის წყარო, არამედ განვითარების საუკეთესო შესაძლებლობაა. ჩვენთან შეფასება ასოცირდება არა სტრესთან, არამედ მხარდამჭერ გარემოსთან, სადაც სპორტსმენივით თავისუფლად ვარჯიშობ და სწავლობ საკუთარ გამოცდილებაზე. ეს გამოცდილება კურსის ბოლოს შენს ახალ კომპეტენციებად იქცევა, რასაც დაგიდსატურებთ სერტიფიკატით.
ამით კურსის აღწერის ნაწილი მორჩა. ისე, კრიტიკულად რომ შევხედოთ ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებას, რომელიც ამ ლექციის დასაწყისში ვნახეთ, თუ დამოუკიდებელი აზროვნებაა მთავარი, მაშინ საერთოდ რა საჭიროა სწავლა ხომ? ამ კითხვაზე საინტერესო პასუხი აქვს ისააკ ნიუტონს, რაზედაც პირველ თემაში ვისაუბრებთ.
დროებით, შევხვდებით შემდეგ ლექციაზე!
კურსის შინაარსი
თემა 1. თანამედროვე სწავლების გამოწვევა და მიზანი
-
1.1. დამოუკიდებელი აზროვნება VS კითხვის დასმა
04:01 -
1.2. დამოუკიდებელი აზროვნება VS ცოდნის განვითარება
05:08 -
1.3. დამოუკიდებელი აზროვნება VS შენ
03:54 -
სავარჯიშო 1. თანამედროვე სწავლების გამოწვევა და მიზანი
-
წასაშლელი
თემა 2. სწავლების ფორმატების სიღრმისეული ანალიზი
თემა 3. სწავლების ფორმატების პრაქტიკული გამოყენება
🎓 გაიცემა სერტიფიკატი
დაადასტურე პროფესიული ზრდა, გაამდიდრე რეზიუმე (CV) ამ სერტიფიკატით
