მადონა გულვერდაშვილი

ფინანსისტი, მენტორი

ყოველ ჯერზე, როდესაც სარკეში ვიხედები, მე ვხედავ ჩემთვის უცხო ადამიანს, რომელსაც ყველაფერთან ერთად ცდილობს გადაუაროს თანამედროვე ფასეულობების მანქანამ, რაც აუფასურებს იმ ყველაფრის ფასს, რაც სინამდვილეში ფასეულია

 

მარინა მატისი

ყოველ ჩვენგანს ჰქონია განცდა, რომ თითქოს ცხოვრებაში რაღაც გვაკლია, რომ ვერ ვახდენთ ბოლომდე ჩვენი შესაძლებლობების გამოყენებას და ჩვენი თავის რეალიზებას, არ ვასრულებთ ზუსტად იმ სამუშაოს, რაც სიამოვნებას გვანიჭებს, თითქოს ცხოვრებაში რაც დასახული გვქონდა ბოლომდე არ შევასრულეთ და რაღაცას ველით. თუმცა რას ველით ჩვენ თვითონაც არ გვაქვს გაცნობიერებული ბოლომდე. ველით, რომ რაღაც მოხდება ჩვენს ცხოვრებაში ისეთი, რაც ყველაფერს შეცვლის და ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს. მაგრამ რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა დაალაგოს არ ვიცით. დრო კი გადის. ის ერთადერთი რეალური ფასეულობა, რომლის ანაზრაურებასაც უკვე ვეღარ შევძლებთ.

მეც მქონდა ზუსტად ანალოგიური აზრები და განცდები. ვთვლიდი, რომ რასაც ვაკეთებდი არ იყო ის, რაც მსურდა მეკეთებინა და ჩემი საქმიანობიდან, თუნდაც მისი წარმატებულობის მიუხედავად, მაინც ვერ ვიღებდი სრულ კმაყოფილებას. გარკვეული პერიოდის ანალიზის და განსჯის შედეგად, მივედი დასკვნამდე, რომ უნდა მეკეთებინა ის, რაც სიამოვნებას მანიჭებდა და რაც ყველაზე კარგად გამომივიდოდა, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა ეს უნდა ყოფილიყო ჩემი მიზანი.

პირველ რიგში, ამისათვის მჭირდებოდა საკუთარ თავში გარკვევა და საკუთარი შესაძლებლობების შეფასება. ეს უაღრესად რთული, საპასუხისმგებლო და მე ვიტყოდი სარისკო პროცესიც კი არის. რადგან საკუთარი თავის სწორად შეფასების, საკუთარი შესაძლებლობების სწორად განსაზღვრის გარეშე ნებისმიერი ადამიანი განწირულია წარუმატებლობისათვის.

მე დღემდე ვამაყობ იმით, რომ შევძელი ჩემი ეს ცხოვრებისეული ეტაპი წარმატებით დამეძლია და გამარჯვებული გამოვსულიყავი, პირველ რიგში გამარჯვებული საკუთარ თავთან, საკუთარ შიშებთან და გაურკვევლობის განცდასთან. ამაში, მნიშვნელოვნად დამეხმარა ჩემი პირველი მენტორი. მისი მეშვეობით მე დავინახე საკუთარი თავი გვერდიდან, აღმოვაჩინე ის საქმე, რაც საუკეთესოდ გამომდის, მოვახდინე ჩემი შესაძლებლობების სრულად რეალიზება, შევიძინე უამრავი პრაქტიკული და თეორიული უნარი, რაც ცხოვრების ყველა სიტუაციაში მეხმარება.

მე მივხვდი, რაც არის ამ ცხოვრებაში ჩემი მთავარი გამოწვევა, ჩემი მიზანი და რა გამომდის ყველაზე კარგად. ახლა მე თავად ვარ მენტორი და წარმატებით ვეხმარები სხვებს, იმ მკვდარი წერტილიდან დაძვრაში და ცხოვრების იმ ეტაპების გავლაში, რაც მე თავად გავიარე. ჩემი მიზანია დღეს, რომ დავეხმარო სხვებს აღმოაჩინონ საკუთარი თავი თავიდან, აღმოაჩინონ საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები, შეიძინონ ახალი უნარები – იქნება ეს ბიზნესი თუ პირადი ცხოვრება, და საბოლოო ჯამში გახდნენ წარმატებულები თავიანთ საქმეში და მიზნების მიღწევაში.

 

და კიდევ ერთს დავამატებდი, არ გადადოთ საკუთარი თავის განვითარების და რეალიზების შესაძლებლობა მომავლისათვის, რადგან თქვენი წარმატებული მომავალი ზუსტად ამაზეა დამოკიდებული.