მოლაპარაკებების ფსიქოლოგია
როგორც ვიკიპედია განმარტავს, მოლაპარაკება — ეს არის კომუნიკაცია მხარეებს შორის, თავიანთი მიზნების მისაღწევად, რომლის დროსაც ყოველ მხარეს აქვს თანაბარი შესაძლებლობები სიტუაციის კონტროლისა და გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, რაც საბოლოოდ მყარდება ხელშეკრულებით.
ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გავიტანოთ ჩვენი, სხვები დავარწმუნოთ ჩვენს სიმართლეში, არ მოვექცეთ სხვისი გავლენის ქვეშ ან მოვიპოვოთ უპირატესობა. და რისთვის ეს ყოველივე? – რათა მივიღოთ უკეთესი პირობები – კარიერაში, ფინანსებში, სიყვარულში, მეგობრობაში, რეპუტაციაში და ა.შ.
მოლაპარაკებები ეს ინსტრუმენტია, რასაც ადამიანი მიზნის და სურვილების მისაღწევად იყენებს. ტრენინგის გავლის შემდეგ თქვენ შეიარაღებულნი იქნებით მოლაპარაკების მაგიდასთან, გექნებათ მოქმედების საკუთარი ალგორითმი და სტრატეგია, აღარ მოგიწევთ რეფლექსური და მოუმზადებელი პასუხების გაცემა და მოქმედება მოლაპარაკების დროს.
მოლაპარაკებების ხელოვნება, რომ კარგად შეისწავლო, არაა საკმარისი მხოლოდ წესების სწავლა, აქ საჭიროა ერკვეოდე მოლაპარაკების ფსიქოლოგიაში, ანუ ადამიანების ფსიქოლოგიაში მოლაპარაკებების დროს. გესმოდეთ მათი მოტივები, მიზნები, აზრები, ქცევები, სტილები და ა.შ.
სილაბუსი
I დღე – შესავალი
- რა არის მოლაპარაკებები?
- რა არის ემოციური ინტელექტი
- ადამიანის სოციალური როლი მოლაპარაკების პროცესში
- ურთიერთობის ბარიერები მოლაპარაკების პროცესში
- ორი ძირითადი მიმართულება: რბილი და მკაცრი
- მკაცრი მოლაპარაკებების ტაქტიკა და სტრატეგია
- მოლაპარაკებების 4 სტილი
- თანამოსაუბრეთა ფსიქოტიპები
- როლური თამაშები
II დღე – მოლაპარაკების ეტიკეტი და ტექნიკები
- რა არის ეტიკეტი და ტექნიკა?
- მოლაპარაკებისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
- ურთიერთობის ეფექტურობის ამაღლების ხერხები
- მოლაპარაკების მონაწილეთა მაგიდაზე განთავსების წესი
- დაკითხვის ფსიქოლოგია
- როლური თამაშები
III დღე – მოლაპარაკებების სტრატეგია და ტაქტიკები
ტრენინგში წარმოდგენილია 13 სტრატეგია და 48 ტაქტიკა, რაც სრულად მოიცავს მოლაპარაკებების პროცესში განსახილველ სიტუაციებს და ნიუანსებს.