პერსონალური ქოუჩინგი
პერსონალურიქოუჩინგი
მსოფლიოში პოპულარული და ეფექტური სერვისი, რომელიც გულისხმობს ტრენერის ფსიქოლოგიურ და პროფესიონალურ მხარდაჭერას, სწავლებას და დახმარებას, რათა მიაღწიოთ დასახულ მიზნებს.
ვისთვისაა გათვლილი პროგრამა:
- ვინც გრძნობს, რომ საჭიროა ცვლილებები
- ვისაც არ აკმაყოფილებს არსებული რეალობა
- ვინც ფიქრობს, რომ მეტის მიღწევა შეუძლია
- ვისაც სურს აღმოაჩინოს საკუთარ თავში პოტენციალი და მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი შინაგანი პოტენციალი
- ვისაც სურს მიაღწიოს დასახულ მიზნებს, როგორც პირად, ასევე კარიერულ, ბიზნეს თუ სხვა ნებისმიერ სფეროში
პერსონალური ქოუჩინგის მიზანია:
მოახდინოს პიროვნების ცხოვრებისეული პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება. 1:1-ზე მუშაობის პროცესში ქოუჩი შეისწავლის პიროვნებას და განსაზღვრავს მის თავისებურებებს, ძლიერ და სუსტ მხარეებს, შესაძლებლობებს, მიზნებს და მათი მიღწევის გზებს.
პერსონალური ქოუჩი დაგეხმარებათ:
- სწორად შეაფასოთ თქვენი მდგომარეობა
- განსაზღვროთ თქვენი შინაგანი პოტენციალი
- დაისახოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი და რეალური მიზნები
- შეიმუშავოთ მიზნის მიღწევის ეფექტური ტაქტიკა და სტრატეგია
- მიიღოთ ქოუჩის დახმარება მიზნის მიღწევის გზაზე
შედეგად:
შედეგად, თქვენი პერსონალური ქოუჩი შეიმუშავებს თქვენი განვითარების სტრატეგიას და მიზნის მიღწევისათვის მოქმედების გეგმას.
- პროფესიული წინსვლა
- ურთიერთობების მოწესრიგება და გაუმჯობესება
- ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება
- ცხოვრების ხარისხის ამაღლება
- შინაგანი რესურსულობის ზრდა
- გრძელვადიანი ხედვისა და სტრატეგიის შექმნა
8 სესიის საფასურია 400 ლარი