ნევროზები, გადადებული ცხოვრების სცენარი და მათი კავშირი ბიზნეს ფსიქოლოგიასთან

გადადებული ცხოვრება –  ეს გაგება ბიზნეს და ზოგადად ფსიქოლოგიაში 1997 წლიდანაა შემოსული. ახლა ის ფართოდ გამოიყენება. გადადებული ცხოვრების სცენარი ესაა, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს ბიზნეს-პროექტის დაწყებას, ის ადგენს გეგმას და აცნობიერებს, რომ მისი განხორციელება დაიწყება ერთი წლის შემდეგ (თუ საქმე კარგად წავა) ან სამი-ხუთი წლის შემდეგ (უფრო რეალურია). მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სტაბილურობის მიღწევამდე, ის ხარჯავს მთელს ენერგიას, დროს, თანხებს, ზოგჯერ იღებს ვალებსაც, რათა განახორციელოს დასახული გეგმა და მიაღწიოს მიზანს. შესაბამისად მას არა აქვს ენერგია, დრო და ფული, რათა მისდევდეს ცხოვრების გარკვეულ დონეს, დაისვენოს, გაერთოს და ა.შ. ის ეუბნება საკუთარ თავს, რომ ეს ყველაფერი მერე იქნება. მოსახლეობის უმრავლესობა ზუსტად ასევე ფიქრობს:  «გავხდები დიდი ბიზნესმენი ან დირექტორი და ავშენდები». სინამდვილეში, ამ მიდგომას მცირე ნევროზის გარდა, არაფერი კარგისაკენ არ მივყავართ, ამასთანავე უწესებს მნიშვნელოვან შეზღუდვებს გარე თავისუფლებას. ხოლო ფსიქოლოგიის კანონებით მუდმივი გარე ყოველთვის გადაიქცევა შინაგანის მახასიათებლად.

ყოველ ადამიანს შეუძლია გაუძლოს გადაუჭრელი პრობლემების რაღაც გარკვეულ ტვირთს (მათი აზრით «კარგი ცხოვრების დაწყებამდე») , ხოლო როდესაც ეს ტვირთი აჭარბებს შესაძლებლობების ზღვარს, ადამიანს ეწყება ნევროზი. თუმცა იპოთეკარების უმრავლესობაც კი თავს მეტ-ნაკლებად მყარად გრძნობენ, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული არიან გარიგებული ცხოვრების  მრავალწლიანი მკაცრი ციკლური სცენარით. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგიურ ცვლილებებს მაინც აქვს ადგილი, რამდენადაც ადამიანს ორი სახის მოტივაცია ამოძრავებს. გარე — «მე უნდა ვაკეთო ის, რასაც მაიძულებენ გარემოებები», და შინაგანი — «მე ვაკეთებ იმას, რისკენაც ვისწრაფი». ამ სიტუაციაში წლების განმავლობაში გარე მოტივაცია სჯაბნის შიდას.

პირველ რიგში, იწყება თვითშეზღუდვა, რომელიც დროთა განმავლობაში შინაგან თვისებად ყალიბდება. ადამიანი ამას ვერ ამჩნევს და თვლის, რომ ყველაფერი ნორმაშია. ნევროზი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. ნებისმიერი ნევროზი ვითარდება შიგა და გარე გადაულახავი ფაქტორების არსებობის, მოტივაციის ფრუსტრაციის შედეგად. ამ შემთხვევაში ადამიანი თავად ახდენს ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოტივების ფრუსტრირების რეალიზაციას შემდეგი სქემით: “ჯერ მივაღწევ, შემდეგ დავიწყებ კარგ ცხოვრებას”. ფაქტიურად კი ადამიანი დაკავებულია პრობლემების შეგროვებით. ზოგიერთი ბიზნესმენი ვერ უძლებს ამ დატვირთბას და დაუნშიფტერი ხდება, იწყებს საბიუჯეტო დაწესებულებაში მუშაობას, ანუ ეძებენ სტაბილურობას დამოუკიდებლობის შეწირვის ხარჯზე. ამ შემთხვევაში გრძნობენ შვებას, ახდენენ რა წლების განმავლობაში დაგროვილი მოტივების რეალიზებას  (აკეთებენ იმას რაც უნდათ). ზოგჯერ ეს კარგი გამოსავალია, სჯობს წახვიდე ბიზნესიდან და მოახდინო საკუთარი თავის რეალიზაცია სხვა სფეროში. ეს ვისაც გაუმართლებს. მაგრამ ვინც ამას ვერ ახერხებს – ექცევიან დეპრესიაში.

უმრავლესობა ადამიანების გრძნობს ნევროზის მოახლოებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი კონტროლი შეუძლია. ადამიანი გრძნობს, რომ მისი ენერგია და მოთმინება მთავრდება, თუმცა არ ძალუძს თავისი საქციელის მართვა. აქ სქემა საერთოა: ნევროსთენიკსაც და ჩვეულებრივ ადამიანსაც ყოველთვის საკმაო პრობლემები აქვთ, განსაკუთრებით თუ ადამიანი აქტიურია და თავისი პროექტების რეალიზებას ცდილობს. რა არის პროექტი? ეს რეალობის შეცვლის მცდელობაა. ხოლო ყოველი რეალობა ეწინააღმდეგება ცვლილებებს, ეს შესაძლოა ხდებოდეს, კანონების, ჩინოვნიკების, კონკურენტების და სხვა გარემოებების სახით. ნორმალური ადამიანი წყვეტს არა ყველა, მაგრამ უმეტესობა პრობლემებს. განსხვავებაც ნევროტიკისაგან ისაა, რომ ნორმალურს პრობლემები არ უგროვდება, ის მათ თანმიმდევრობით წყვეტს. ხოლო ნევროტიკი არ წყვეტს პრობლემების უმრავლესობას, გადადებს მათ, ეძებს ახსნას რატომ არ უნდა გადაწყვიტოს ისინი ახლა, აძლევს მათ სხვადასხვა ფორმულირებას, ცდილობს დაივიწყოს მათი არსებობა. პრობლემები, რა თქმა უნდა, ამით არსად არ ქრება. ასეთ ადამიანს გარკვეული პერიოდის შემდეგ ეწყება ფსიქოლოგიური პრობლემებიც, რაც შესაძლოა გამოიხატოს, იმაში, რომ ის ვერ ახერხებს ნორმალური ურთიერთობის ქონას გარე სამყაროსთან და გარშემომყოფებთან, ის აგრესიულია, ცუდ ხასიათზეა, არასდროს არ ყოფნის ძალები რაიმე სხვაზე და არ აქვს რაიმის კეთების ხასიათი. ხშირად უჩნდება შეგრძნება, რომ უნდა ყველაფერი მიატოვოს და გაიქცეს.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ადამიანი დაკავებულია რაღაც არც თუ მისთვის დამახასიათებლით? —  ეს ძალიან ინდივიდუალურია. ვიღაცისთვის ნიშნავს, ვიღაცისთვის მიზეზი — მართლაც გარემოებებშია, ვიღაცას უბრალოდ ნებისყოფა არ ყოფნის.

საქმე იმაშია, რომ ფსიქოლოგიაში, ისევე როფორც ბიზნეს ფსიქოლოგიაში, ზოგადი რეკომენდაციები ყოველთვის ზუსტად არ მუშაობენ, საჭიროა მათი მორგება კონკრეტულ ადამიანზე. პირადი კონსულტაციები უფრო ხელოვნებასთანაა ახლოს, ვიდრე მეთოდოლოგიასთან. თუმცა ყველა შემთხვევაში, ფსიქოლოგები ერთ ძირითად რჩევას იძლევიან, არ აჰყვეთ „გადადებული ცხოვრების“ სცენარს. ის მიდგომა, რომ „ნორმალურ ცხოვრებას“ დავიწყებ მაშინ, როდესაც პრობლემები აღარ მექნება თავშივე მცდარია. ჩვენს ირგვლივ სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ადამიანი მუდმივ დრაივშია, მას არ ელევა პრობლემები, ერთის გადაწყვეტის შემდეგ, აუცილებლად მის ადგილას წარმოიშვება ახალი ან კიდევ რამოდენიმე. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდია, პირიქით შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ ვითარდებით და ახალი, უფრო რთული მწვერვალებისაკენ მიდიხართ. უბრალოდ ამ დროს არ უნდა დაგავიწყდეთ საკუთარი მოთხოვნილებები და გარშემომყოფნი.

მე გირჩევთ „გადადებული ცხოვრების“ დაუპირისპიროთ „დღევანდელი დღის“ სცენარი. ეს ტერმინი ჩემი შემოღებულია და გულისხმობს, რომ გლობალური მიზნების დასახვასთან ერთად უნდა იცხოვროთ დღევანდელი დღითაც. გასაგებია, რომ საქმის აწყობის და პრობლემების მოზღვავების პირობებში რთულია კონცენტრირდე ან ფინანსურად ყოველთვის არ შეგეძლოს ბოლომდე ის გააკეთო, რაც გსურს. მაგრამ გახსოვდეთ თქვენი ცხოვრების ყოველი დღე სიმდიდრეა, ის უნიკალურია და აღარ განმეორდება. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება „დღევანდელი დღით“.

ამის მიღწევა შემდეგნაირადაა შესაძლებელი: დაგეგმეთ დრო და ფინანსები. დატვირთული დღის და ხასიათის მიუხედავად ყოველდღიურად გამოყავით ერთი ან ორი საათი იმ აქტივობებისათვის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ არ არის აუცილებელი ეს იყოს ძვირადღირებული დროსტარება. ეს შესაძლოა იყოს, ახლობელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად საღამოს სადმე გასეირნება ან ფინჯან ყავაზე, რომელიმე კაფეში დაჯდომა. თუ გიყვართ კინო ან სპორტის ყურება დაგეგმეთ საღამო სახლში ტელევიზორის წინ, ისევ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად, ისაუბრეთ და იკამათეთ მეგობრებთან თქვენთვის საინტერესო თემებზე. მოიფიქრეთ ნებისმიერი თქვენთვის სასიამოვნო მსგავსი აქტივობები და მრავალფეროვნებისათვის ისინი ყოველდღიურად ერთმანეთს შეუნაცვლეთ.

ეს ყოველივე საშუალებას მოგცემთ განიტვირთოთ, დაასვენოთ თქვენი გონება და ქვეცნობიერი ყოველდღიური პრობლემებისაგან, მიიღოთ ახალი დადებითი ემოციები და შემდგომ სამუშაო დღეს პოზიტიურ ხასიათზე შეხვდეთ, რაც სასარგებლოა, როგორც თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის, ასევე ბიზნეს გადაწყვეტილებებისათვის.

ავტორი: ფინანსისტი, ამირან კილაძე

დაგვიკავშირდით

ნებისმიერ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე