მარიამ ჭიღლაძე
მე მაქვს საკუთარი ბიზნესი, რომელსაც წლების განმავლობაში წარმატებით ვმართავდი და ვანვითარებდი. მაგრამ მქონდა სურვილი კიდე მეტი წარმატებისათვის მიმეღწია. თუმცა ვგრძნობდი, რომ უფრო მეტის მისაღწევად თითქოს ყოველთვის რაღაც არ მყოფნიდა. ამასთან ვიცოდი, რომ ეს რაღაც აუცილებლად საკუთარ თავში უნდა მეძებნა.
კოლეგებმა მომცეს რჩევა მიმემართა ამირანისათვის. ჩვენ გავიარეთ ბიზნეს ქოუჩინგის სრული პროგრამა. დიახ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ და არა მარტო მე. რადგან მთელი კურსის მანძილზე ვგრძნობდი ამირანის მხარდაჭერას და გვერდში დგომას. ის საუკეთესო ქოუჩი და მენტორია, ვისთანაც შეხება მქონია.
ქოუჩინგის მთელი პროცესი იყო შთამბეჭდავი, ქოუჩის დახმარებით ჩამოვაყალიბეთ და გავაანალიზეთ ჩემს წინაშე არსებული პრობლემები და საკითხები. ბევრად კონკრეტულად და მკაფიოდ განსაზღვრეთ ჩემი მიზნები და ამოცანები. კარგად გავერკვიე ბიზნესის მოწყობის არსსა და ფსიქოლოგიაში. შევიძინე ბიზნესის სამყაროსათვის საჭირო და მნიშვნელოვანი უნარები და თვისებები. პროცესის დასრულების შემდეგაც, დღემდე წარმატებით ვიყენებ ათვისებულ ახალ უნარ-ჩვევებს, რამაც საბოლოო ჯამში, არამხოლოდ ჩემი პიროვნულად განვითარება გამოიწვია, არამედ უკეთესი შედეგებიც მოიტანა ჩემი ბიზნეს საქმიანობის კუთხითაც.
გავწევრიანდი წარმატებულთა კლუბში. ეს საშუალებას მაძლევს მუდამ მქონდეს შეხება მენტორთან და მუდმივად ვიმუშავო საკუთარი თავის განვითარებაზე, ასევე სხვა ადამიანებთან ერთად განვიხილოთ ჩვენთვის საინტერესო საკითხები. ყოველთვის საინტერესოა სხვებისათვის, განსაკუთრებით ჩემი პროფესიის ადამიანებთან აზრების და გამოცდილების გაზიარება.