თრაბლშუთინგი
რას ნიშნავსთრაბლშუთინგი (Troubleshooting)?
ეს არის მომსახურება, რომელიც მიზნად ისახავსნებისმიერი კომპანიის ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას!
მოკლედ, რომ ავხსნათ თრაბლშუთინგის არსი, ესაა მომსახურება რომელსაც მიმართავენ მაშინ, როდესაც ყველა სხვა ხერხი ამოწურულია და თავად კომპანიას პრობლემის გადაწყვეტა არ შეუძლია. კომპანიები სხვადასხვა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე: არარენტაბელური წარმოების პროცესი, გაყიდვების ჩავარდნა, ძლიერი კონკურენტები ბაზარზე, კადრების დაბალი კვალიფიკაცია, აქტივების მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოყენების შეუძლებლობა, განვითარების შემაფერხებელი ზედმეტი პროცესები და ბიუროკრატია, ვადაგადაცილებული დებიტორული დავალიანებები და სხვა.
თრაბლშუთერი ახდენს პრობლემის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირებას. ეს არის პრობლემის შინაარსის ლოგიკური, სისტემური გაანალიზება, მისი წარმოქმნის ფარული მიზეზებისა და გამომწვევი სიღრმისეული შინაარსის გამოვლენა.
პრობლემის გადასაწყვეტად კი საჭიროა არაორდინალური და გამჭრიახი გამოსავლის პოვნა, რაც მთლიანად თრაბლშუთერზეა დამოკიდებული.
ამ სერვისზე მსოფლიოში ძალიან დიდი მოთხოვნაა, მსოფლიოს საუკეთესო კომპანიები ცდილობენ მაღალი დონის თრაბლშუთერების დაქირავებას. თრაბლშუთინგისაშუალებას აძლევს კომპანიებს არამარტო დასახონ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა სახის (მათ შორის ტექნიკური) პრობლემების მოგვარების გზები, ასევე მოახდინონ მათი ფინანსური, საკადრო და სხვა სახის რესურსების ოპტიმიზაცია. თრაბლშუთინგიაუცილებელიცაა ყველა იმ ორგანიზაციისათვის, რომლებიც სერიოზულად უყურებენ თავიანთი სტრატეგიული განვითარების მომავალს და მათი მიზანი ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებაა. სწორედ ამ სახის მომსახურებას უწოდებენ თრაბლშუთინგს.
როგორც წესი, თრაბლშუთერებიდიდი კომპანიების პრობლემების მოგვარებაზე მუშაობენ, თუმცა ზოგჯერ კერძო პირების პრობლემებსაც წყვეტენ.
ამ სახის კომპანიები ძალიან ცოტანი არიან, ხოლო საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიაში ეს უნიკალური შემთხვევაა. თრაბლ-შუთერისთვის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი – რეპუტაციაა. ისინი, ამ გამონათქვამის პირდაპირი მნიშვნელობით, ხელიდან ხელში გადადიან, ხოლო დამკვეთები ზედმიწევნით მალავენ მათ ვინაობას საკუთარ კონკურენტებთან. თრაბლშუთერის ერთადერთი რეკლამა – 100%-იანი შედეგია.
პრობლემასთანკომპრომისი დაუშვებელიარამოდენიმე მაგალითი თრაბლშუთინგის შესახებ
ნება მომცით თრაბლშუთერის მუშაობის პრინციპის შესახებ, რამოდენიმე საინტერესო მაგალითი შემოგთავაზოთ,
რათა უკეთესად გაიგოთ თრაბლშუთერის მუშაობის პრინციპი.
აშშ–ში არსებობდა ორი დიდი კომპანია, რომლებიც ყოველთვიურ ცნობარს – „Yellow Pages”, გამოსცემდნენ.
როგორ დამთავრდა მათ შორის კონკურენტული ბრძოლა?
ისინი ერთმანეთის გამო დიდ სივიწროვეს განიცდიდნენ ბაზარზე და თავის დასამკვიდრებლად ყველანაირ ხერხს იყენებდნენ: შავი პიარი, მუშაკების გადაბირება, დემპინგი და სხვა. შედეგს მაინც ვერ აღწევდნენ. როგორც წესი, ოფისის მუშაკები ერთდროულად ორივე ცნობარს ყიდულობდნენ თითო დოლარად იმისდა დაუფიქრებლად, თუ რომელი მათგანი იყო უკეთესი. რაც ყველაზე საინტერესოა, ორივე კომპანიის მიერ გამოცემული ცნობარის ზომა და ინფორმაცია სრულიად ერთნაირი იყო.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ერთ-ერთმა კომპანიამ თრაბლ–შუთერისმოწვევა გადაწყვიტა.
დიდი ხნის ფიქრისა და ტექნოლოგიური პროცესის ყოველგვარი გართულების გარეშე მან ფირმას შესთავაზა უფრო პატარა ზომის ცნობარის გამოშვება ისე, რომ ინფორმაციის მოცულობა იგივე დარჩენილიყო. გამოდიოდა, რომ ცნობარი ზომებში უფრო დაპატარავდებოდა, ხოლო სისქე დაემატებოდა. თრაბლ-შუთერმა ჰონორარი მიიღო და წავიდა, ხოლო კონკურენტი ფირმა თრაბლ-შუთერის ამ რჩევის შემდეგ ძალიან მალე – ორ თვეში, დაიხურა.
რაში მდგომარეობს საიდუმლო? ყველაფერი ძალიან მარტივია. საქმე იმაშია, რომ როდესაც ცნობარებს ერთი და იგივე ფორმატი ჰქონდათ, მომხმარებელი ვერ ამჩნევდა მათ შორის სხვაობას და ორივე ცნობარს ერთნაირად იყენებდა. პატარა ზომის ცნობარი კი, ყველა საოფისე მაგიდაზე, დიდი ფორმატის მქონე ცნობარებზე ზემოდან იდებოდა. დროთა განმავლობაში ოფისის მუშაკები მიხვდნენ, რომ ქვედა ცნობარს, ანუ დიდი ფორმატის ცნობარს, საერთოდ აღარ იყენებდნენ და შეწყვიტეს მისი შეძენა.
როგორ აღმოფხვრა Nike-მა ქურდობები საწარმოში?
აფრიკის ქვეყნებში წარმოების ამუშავების შემდეგ ფირმა შემდეგი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: თანამშრომლები საქონელს იპარავდნენ. დაცვის პერსონალის რაოდენობის გაზრდა ვერ გადაჭრიდა პრობლემას, ვინაიდან დაცვის თანამშრომლებსაც „ძალიან მოსწონდათ“ Nike-ის ფეხსაცმელი. გამოიძახეს თრაბლ-შუთერი, განუმარტეს პრობლემა. მან იფიქრა და რამდენიმე საათში ფირმას შემდეგი გადაწყვეტილება შესთავაზა: „სხვადასხვა ქვეყანაში გამოუშვით ცალკე მარცხენა და ცალკე მარჯვენა ფეხსაცმელი“.
ყველაფერი ძალიან მარტივია. თრაბლ-შუთერი ეს ის ადამიანია, რომელიც პრობლემას განსაკუთრებული რაკურსით ხედავს და მარტივ გადაწყვეტილებას პოულობს პრობლემურ სიტუაციაში.