მენტორი ესაა — პირადი მასწავლებელი, პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და ფსიქოლოგი, რომელიც ეხმარება პიროვნებას ბიზნეს წარმატების მიღწევაში, პიროვნულ განვითარებასა და საკუთარი თავის სრულად რეალიზებაში, კარიერულ, სამსახურებრივ, პირად თუ სხვა საკითხებში.

დღეს მრავალ წარმატებულ ბიზნესმენს, პოლიტიკოსს თუ თანამდებობის პირებს ჰყავთ თავიანთი მენტორები. მენტორები აძლევენ მათ საჭირო რჩევებს, უზიარებენ გამოცდილებას და უსახავენ მიმართულებებს. ყოველივე ეს ხდება პროფესიონალურად და ობიექტურად. 

მენტორის ინსტიტუტი სასარგებლოა შემდეგი მიმართულებებით: 1. ის კომპეტენტურია საჭირო საკითხებში და სფეროებში. 2. ის გეხმარებათ მრავალი პრობლემის გადაჭრაში. 3. ის საშუალებას გაძლევთ დააამყაროთ საჭირო კავშირები. საბოლოო ჯამში ის უპირეტესობას გაძლევთ სხვა მსგავს კომპანიებთან მიმართებაში, რაც კონკურენციის პირობებში ხშირად გადამწყვეტია.

ჩვენი გუნდის მომსახურება ეხება ისეთ სფეროებს როგორიცაა წარმატების ფსიქოლოგია, ბიზნეს ფსიქოლოგია, ბიზნეს ტრენინგები, ქოუჩინგ სესიები, აზროვნების ხელოვნება, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს წარმატებული ადამიანის ჩამოყალიბებას

არცთუ დიდი ხნის წინ კომპანია Endeavor ჩაატარა ნიუ-იორკის ბიზნეს კომპანიებს შორის მასშტაბური კვლევა: მათ შეისწავლეს 1000-მდე კომპანია, გაესაუბრნენ მათ დამფუძნებლებს და აღმოაჩინეს, რომ წარმატებული კომპანიების 60%-ს, ბოლო 10 წლის მანძილზე აუცილებლად ეხმარებოდნენ მენტორები.