ასინქრონული
კურსები
დისტანციური
კურსები
არადისტანციური
კურსები
გაიცემა
სერტიფიკატი
თანამედროვე სწავლების ხელოვნება
გახდი თანამედროვე მასწავლებელი!
კურსის აღწერა
მანქანის მართვის სწავლას ერთ საათში შეძლებ, ხოლო კარგი მძღოლი რომ გახდე, ამისთვის გამოცდილებაა საჭირო. სწორედ ასეა მასწავლებლის შემთხვევაშიც, გამოცდილების გარეშე ვერასდროს გახდები კარგი მასწავლებელი. ამიტომაც, კურსის ოთხივე მოდული ითვალისწინებს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე ამ ცდონის პრაქტიკულ გამოყენებას. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნო თითოეული მოდულის შესაბამის ღილაკზე დაწკაპებით. წარმატებებს გისურვებ!
კურსი შენთვისაა თუ:
- არ გაქვს სწავლების გამოცდილება და გიყვარს ცოდნის გაზიარება საყვარელ საქმესთან დაკავშირებით – ხარ კარგი მენეჯერი, საჯარო მოხელე, ბუღალტერი, მებაჟე, ეკონომისტი, იურისტი, ფეხბურთელი, კულინარი, მშობელი და ა.შ.
- გაქვს სწავლების გამოცდილება და გსურს გაიუმჯობესო სწავლების უნარები – ხარ სკოლის მასწავლებელი, პროფესიული მასწავლებელი, პროფესორი, ტრენერი, ქოუჩი და ა.შ.
- ხარ თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი და გსურს შენს დაწესებულებაში მუშაობდნენ თანამედროვე მასწავლებლები – კორპორატიული ფასდაკლება ვრცელდება სულ მცირე 10 მასწავლებლის შემთხვევაში. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ შეავსოთ კორპორატიული რეგისტრაციის ფორმა.
მოდულები
პირველი კვირა
მოდული 1. თანამედროვე სწავლების საფუძვლების პრაქტიკული გამოყენება
მასწავლებლისთვის თანამედროვე სწავლების საფუძვლების ცოდნა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მძღოლისთვის საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა. მოძრაობის წესების ცოდნის გარეშე მძღოლის ყოველი მანევრი არალოგიკური და არაკომფორტულია ვინაიდან დაკავშირებულია საფრთხესთან. სწორედ ასე, თანამედროვე სწავლების საფუძვლების გარეშე მასწავლებლის ყოველი ლექცია არალოგიკური და არაკომფორტულია, ვინაიდან დაკავშირებულია დროისა და სწავლის საფასურის დაკარგვის საფრთხესთან.
სწავლის შედეგები
მოდულის გავლის შემდეგ შეგეძლება:
1.1. თანამედროვე სწავლებასთან დაკავშირებულ ტერმინთა განმარტება
თემატიკა
- ლექცია VS ტრენინგი
- სწავლა VS სწავლება
- პედაგოგიკა VS ანდრაგოგიკა
- გამოცდილება VS რეფლექსია
- ნარატივი VS სთორითელინგი
- ცოდნა VS უნარი VS კომპეტენცია
- ტრადიციული სწავლება VS კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლება
- ლექტორი VS ტრენერი VS ფასილიტატორი VS ქოუჩი VS მენტორი
1.2. კავშირის იდენტიფიცირება სწავლების მეთოდებსა და სწავლის ხარისხს შორის
თემატიკა
- სწავლების მეთოდებსა და სწავლის ხარისხს შორის კავშირის იდენტიფიცირება ედგარ დეილის სწავლის პირამიდის გამოყენებით
- რატომ არის მნიშვნელოვანი სწავლის პირამიდის გააზრება
- როდის შეიქმნა და ვინ იყო ავტორი
- რას გულისხმობს
- რა გამოყენება აქვს მსოფლიოში
1.3. თანამედროვე სწავლების მიზნებისა და პრინციპების პრაქტიკული გამოყენება
თემატიკა
- რატომ არის მნიშვნელოვანი თანამედროვე სწავლების მიზნებისა და პრინციპების გააზრება
- რა მიზნებს ისახავს თანამედროვე სწავლება
- რა პრინციპები აქვს თანამედროვე სწავლებას
- როგორ იგეგმება თანამედროვე ლექცია
1.4. სწავლის დომენის და სტილის შერჩევა
თემატიკა
- რატომ არის მნიშვნელოვანი სწავლის დომენისა და სტილის გააზრება
- სწავლის კოგნიტური, აფექტური და ფსიქომოტორული დომენები
- სწავლის ვიზუალური, აუდიტორული, კითხვა/წერა და კინესთეტიკური სწავლის სტილები
1.5. ტრენინგის მონაწილეთა მოტივაციის გაზრდა
თემატიკა
- მასლოუს პირამიდა VS მოტივაცია
- ალექს კორბის მოტივაციის აღმავალი სპირალი
- გარეგანი და შინაგანი მოტივატორები
- სწავლის მოტივაციის გაზრდა ნორმან ვინსენტ პილის მეთოდით
მეორე კვირა
მოდული 2. თანამედროვე სწავლების მეთოდების პრაქტიკული გამოყენება
მასწავლებლისთვის თანამედროვე სწავლების მეთოდების ცოდნა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მძღოლისთვის მანქანის მართვისა და გზის თავისებურებების ცოდნა (მაგისტრალი, ქალაქის ქუჩა, ასფალტის, გრუნტის ან მოყინული გზა). გამოცდილმა მძღოლმა, მანქანის მართვის გარდა, ასევე იცის, რომ სხვადასხვა გზაზე სხვადასხვა სიჩქარე და მანევრირებაა საჭირო. მსგავსად ამისა, გამოცდილმა მასწავლებელმა, ლექციის ჩატარების გარდა, ასევე იცის, რომ სხვადასხვა ადამიანი, სხვადასხვა ინფორმაციას განსხვავებულად ითვისებს. თანამედროვე სწავლების მეთოდების გარეშე მას ვერ ექნება მრავალფეროვანი “ინსტრუმენტები”, ვერ შეძლებს მასალის საინტერესოდ გადმოცემას, ვერ მოახდენს ცოდნის ადაპტირებას სხვადასხვა დონის მოსწავლისთვის. შედეგად, მოსწავლეებს გაუჭირდებათ მასალის გაგება და დაეკარგებათ სწავლის მოტივაცია.
სწავლის შედეგები
მოდულის გავლის შემდეგ შეგეძლება:
2.1. სწავლების მეთოდების მნიშვნელობის განმარტება
თემატიკა
- სწავლების მეთოდების ჩამოყალიბება
- სწავლების მეთოდების კლასიფიკაცია
2.2. მოსმენაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენება
თემატიკა
- (1) ლექცია VS სწავლის ხარისხი
- (2) პრეზენტაცია VS სწავლის ხარისხი
- (3) პოდკასტები და აუდიოწიგნები VS სწავლის ხარისხი
- (4) მოწვეული სპიკერი VS სწავლის ხარისხი
2.3. კითხვაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენება
თემატიკა
- (5) შემთხვევის შესწავლა (Case Study) VS სწავლის ხარისხი
- (6) პერსონალიზებული სწავლება VS სწავლის ხარისხი
- (7) თვითსწავლა (Self-Study) VS სწავლის ხარისხი
2.4. ვიდეოს ჩვენებაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენება
თემატიკა
(8) შებრუნებული საკლასო ოთახი VS სწავლის ხარისხი
(9) შერეული სწავლება (Blended Learning) VS სწავლის ხარისხი
(10) საგანმანათლებლო ვიდეოები: VS სწავლის ხარისხი
(11) დოკუმენტური ფილმები VS სწავლის ხარისხი
(12) ინტერაქტიული ვიდეო პლატფორმები VS სწავლის ხარისხი
2.5. დემონსტრაციაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენება
თემატიკა
- (13) ცოცხალი დემონსტრაცია VS სწავლის ხარისხი
- (14) ოთხი საფეხურის მეთოდი VS სწავლის ხარისხი
- (15) სიმულაციები და როლური თამაშები VS სწავლის ხარისხი
2.6. დისკუსიაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენება
თემატიკა
- (16) სოკრატეს მეთოდი (სასწავლო დიალოგი/დისკუსია) VS სწავლის ხარისხი.
- (17) დებატები VS სწავლის ხარისხი.
- (18) ჯგუფური დისკუსია VS სწავლის ხარისხი.
- (19) ბრეინშტორმინგი VS სწავლის ხარისხი.
- (20) ფასილიტაცია VS სწავლის ხარისხი
- (21) მენტორინგი VS სწავლის ხარისხი
2.7. კეთებით სწავლაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენება
თემატიკა
- (22) თამაშზე დაფუძნებული სწავლება (Gamification): VS სწავლის ხარისხი
- (23) მომსახურებაზე დაფუძნებული სწავლება (Service Learning) VS სწავლის ხარისხი.
- (24) პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (Problem-based Learning) VS სწავლის ხარისხი
- (25) პროექტზე დაფუძნებული სწავლება (Project-based Learning) VS სწავლის ხარისხი
- (26) ლაბორატორიული სამუშაო VS სწავლის ხარისხი
2.8. სხვების სწავლებაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენება
თემატიკა
- (27) მოსწავლე როგორც მასწავლებელი VS სწავლის ხარისხი
- (28) ჯგუფური პრეზენტაციები VS სწავლის ხარისხი.
- (29) თანამშრომლობითი სწავლება (Collaborative Learning) VS სწავლის ხარისხი
- (30) კვლევაზე დაფუძნებული სწავლება (Inquiry-based Learning) VS სწავლის ხარისხი
მესამე კვირა
მოდული 3. თანამედროვე სწავლების თეორიების პრაქტიკული გამოყენება
მასწავლებლისთვის თანამედროვე სწავლების თეორიების ცოდნა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მძღოლისთვის ავტომანქანის მუშაობის ზოგადი პრინციპებისა და უპირატესობების ცოდნა. ამ ცოდნის გარეშე მან შეიძლება ვერ გაიგოს, თუ რატომ ანათებს გამაფრთხილებელი ნათურა და ვერ შეაფასოს პოტენციური საფრთხე. ანალოგიურად, მასწავლებელმა, რომელმაც არ იცის სწავლების თანამედროვე თეორიები, შეიძლება ვერ გაიგოს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ინტერაქციული სწავლება. ასეთი მასწავლებელი ვერ შეძლებს მოსწავლის პოტენციალის რეალიზებას და ვერ მოამზადებს მას თანამედროვე გამოწვევებისთვის.
სწავლის შედეგები
მოდულის გავლის შემდეგ შეგეძლება:
3.1. სწავლების თეორიების მნიშვნელობის განმარტება
თემატიკა
- სწავლების თეორიების ჩამოყალიბება
- სწავლების თეორიების კლასიფიკაცია
3.2. ფსიქოდინამიკური თეორიების პრაქტიკული გამოყენება
თემატიკა
- (1) ფსიქოანალიტიკური თეორია - ზიგმუნდ ფროიდი
- (2) ანალიტიკური ფსიქოლოგიის თეორია - კარლ იუნგი
- (3) ფსიქოსოციალური თეორია - ერიკ ერიქსონი
3.3. ბიჰევიორისტული თეორიების პრაქტიკული გამოყენება
თემატიკა
- (4) კლასიკური კონდიცირების თეორია - ივანე პავლოვი
- (5) ოპერანტული კონდიცირების თეორია - ბ. ფ. სკინერი
- (6) სოციალური სწავლის თეორია - ალბერტ ბანდურა
3.4. კოგნიტური თეორიების პრაქტიკული გამოყენება
თემატიკა
- (7) გეშტალტ თეორია - მაქს ვერთჰაიმერი, ვოლფგანგ კოჰლერი, კურტ კოფკა
- (8) ბლუმის სწავლების დომენები (ტაქსონომია) - ბენჯამინ ბლუმი
- (9) კოლბერგის მორალური განვითარების ეტაპები - ლოურენს კოლბერგი
- (10) კოგნიტური დატვირთვის თეორია - ჯონ სველერი
- (11) მულტიმოდალური სწავლების თეორია - რიჩარდ მაიერი
3.5. ჰუმანისტური თეორიების პრაქტიკული გამოყენება
თემატიკა
- (12) განათლების ეგზისტენციალისტური თეორია - სერენ კირკეგორი, ჟან-პოლ სარტრი
- (13) განათლების ჰუმანისტური თეორია - აბრაჰამ მასლოუ, კარლ როჯერსი
- (14) ანდრაგოგია - მოზრდილთა სწავლის ხელოვნება - მალკოლმ ნოულზი
3.6. სოციოლოგიური თეორიების პრაქტიკული გამოყენება
თემატიკა
- (15) პრაგმატიზმი - ჯონ დიუი, ჩარლზ პირსი, უილიამ ჯეიმსი
- (16) პროგრესულ-დემოკრატიული თეორია - ჯონ დიუი
- (17) კრიტიკული თეორია განათლებაში - პაულო ფრეირე
- (18) პოსტსტრუქტურალისტური თეორია - მიშელ ფუკო, ჟაკ დერიდა
3.7. სოციალური და კულტურული თეორიების პრაქტიკული გამოყენება
თემატიკა
- (19) სოციოკულტურული თეორია - ლევ ვიგოცკი
- (20) სოციალური (ან კოგნიტური) კონსტრუქტივიზმი - ლევ ვიგოცკი, ჟან პიაჟე
- (21) სიტუაციური სწავლის თეორია - ჯინ ლევე, ეთიენ ვენგერი
- (22) კონექტივიზმი - ჯორჯ სიემენსი, სტივენ დაუნსი
3.8. კონსტრუქტივისტული თეორიების პრაქტიკული გამოყენება
თემატიკა
- (23) თამაშზე დაფუძნებული სწავლის თეორია - ჟან პიაჟე, ლევ ვიგოცკი
- (24) რადიკალური კონსტრუქტივიზმი - ერნსტ ფონ გლაზერსფელდი
3.9. ციკლური სწავლის თეორიების პრაქტიკული გამოყენება
თემატიკა
- (25) ბრუნერის სპირალური სასწავლო გეგმა - ჯერომ ბრუნერი
- (26) კოლბის ექსპერიმენტული სწავლის თეორია - დევიდ კოლბი
3.10. სწავლის სტილის თეორიების პრაქტიკული გამოყენება
თემატიკა
- (27) მრავალჯერადი ინტელექტის თეორია - ჰოვარდ გარდნერი
- (28) VARK მოდელი - ნილ ფლემინგი
- (29) ციფრული იმიგრანტები / ციფრული მკვიდრნი - მარკ პრენსკი
3.11. მოტივაციური სწავლის თეორიების პრაქტიკული გამოყენება
თემატიკა
- (30) თვითგამორკვევის თეორია - ედვარდ დეცი, რიჩარდ რაიანი
- (31) ზრდის აზროვნება - ქეროლ დუეკი
- (32) დინების თეორია - მიჰალი ჩიკსენტმიჰაი
3.12. თანამედროვე ციფრულ და ნეირომეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომების პრაქტიკული გამოყენება
თემატიკა
- (33) ჰევტაგოგიკა - სტიუარტ ჰეიზი, კრისტოფერ კენიონი
- (34) შებრუნებული სწავლების მოდელი - ჯონ ბერგმანი, აარონ სამსი
- (35) მასობრივ ღია ონლაინ კურსების თეორია - ჯორჯ სიემენსი, დეივ კორმიე
- (36) ნეიროგანათლება - ჯონ დოერფელდი, ფრანჩესკო სერენო
- (37) გეიმიფიკაცია განათლებაში - კევინ კაპი
- (38) სწავლის უნივერსალური დიზაინი - CAST (Center for Applied Special Technology)
- (39) მიკროსწავლის თეორია - მიხაელ ჰერინგი, მარკ როზენბერგი
- (40) სწავლის ანალიტიკის ჩარჩო - შონ კალინოვსკი, ჯორჯ სიემენსი
- (41) ჰიბრიდულ-მოქნილი სწავლის მოდელი - ბრაიან ბეტი
მეოთხე კვირა
მოდული 4. თანამედროვე სწავლების ეტაპების პრაქტიკული გამოყენება
მასწავლებლისთვის თანამედროვე სწავლის ეტპების ცოდნა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მძღოლისთვის მისამართის ან GPS ნავიგატორის გამოყენების ცოდნა. მძღოლი, რომელმაც არ იცის დანიშნულების ადგილის მისამართი, ან არ იცის ნავიგაციის გამოყენება, ტყუილად დახარჯავს დროს, ენერგიასა და საწვავს. ასეთი მძღოლი ვერასდროს მიაღწევს დანიშნულების ადგილს. მასწავლებელი, რომელმაც არ იცის, როგორ ვითარდება მოსწავლე არაცნობიერი კომპეტენტურობიდან ცნობიერ სუპერკომპეტენტურობამდე, ვერ დასახავს სწორ მიზნებს, გაუჭირდება მოსწავლეების პროგრესის შეფასება და ვერ დაეხმარება მათ ცოდნის გაღრმავებაში. მისი მოსწავლეები სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ, რადგან არ ექნებათ მკაფიო მიმართულება.
სწავლის შედეგები
მოდულის გავლის შემდეგ შეგეძლება:
4.1. სწავლის ეტაპების მნიშვნელობის განმარტება
თემატიკა
- სწავლების ეტაპების ჩამოყალიბება
- სწავლების ეტაპების კლასიფიკაცია
- სწავლის ეტაპები მოქმედებაში
4.2. არაცნობიერი არაკომპეტენტურობის ეტაპის პრაქტიკული გამოყენება
თემატიკა
- არაცნობიერი არაკომპეტენტურობის ეტაპის აღწერა
- არაცნობიერი არაკომპეტენტურობა VS ცნობილი ფილმების პერსონაჟები
- არაცნობიერი არაკომპეტენტურობის გამოყენების სტრატეგიები
4.3. ცნობიერი არაკომპეტენტურობის ეტაპის პრაქტიკული გამოყენება
თემატიკა
- ცნობიერი არაკომპეტენტურობის ეტაპის აღწერა
- ცნობიერი არაკომპეტენტურობა VS ცნობილი ფილმების პერსონაჟები
- ცნობიერი არაკომპეტენტურობის გამოყენების სტრატეგიები
4.4. ცნობიერი კომპეტენტურობის ეტაპის პრაქტიკული გამოყენება
თემატიკა
- ცნობიერი კომპეტენტურობის ეტაპის აღწერა
- ცნობიერი კომპეტენტურობა VS ცნობილი ფილმების პერსონაჟები
- ცნობიერი კომპეტენტურობის გამოყენების სტრატეგიები
4.5. არაცნობიერი კომპეტენტურობის ეტაპის პრაქტიკული გამოყენება
თემატიკა
- არაცნობიერი კომპეტენტურობის ეტაპის აღწერა
- არაცნობიერი კომპეტენტურობა VS ცნობილი ფილმების პერსონაჟები
- არაცნობიერი კომპეტენტურობის გამოყენების სტრატეგიები
4.6. ცნობიერი სუპერკომპეტენტურობის ეტაპის პრაქტიკული გამოყენება
თემატიკა
- ცნობიერი სუპერკომპეტენტურობის ეტაპის აღწერა
- ცნობიერი სუპერკომპეტენტურობა VS ცნობილი ფილმების პერსონაჟები
- ცნობიერი სუპერკომპეტენტურობის გამოყენების სტრატეგიები
კურსის დეტალები

პაატა ცაგარეიშვილი
მენტორი
- დისტანციური
- 16.09.25 - 02.10.25
- 8 შეხვედრა, 20 სთ
- სამშაბათი, ხუთშაბათი.
- 19:30 - 22:00 სთ.
- გაიცემა სერტიფიკატი
- სწავლის საფასური
- 1
- 2
- 3
1 პირველი კალათა - ძალაშია 31 აგვისტოს ჩათვლით რეგისტრაციის შემთხვევაში:
1.1. ერთი მოდული: ̶8̶0̶0̶ 199 ₾
1.2. ორი მოდული: ̶1̶6̶0̶0̶ 349 ₾
1.3. სამი მოდული: ̶2̶4̶0̶0̶ 499 ₾
1.4. მთლიანი კურსი: ̶3̶2̶0̶0̶ 649 ₾
2 მეორე კალათა - ძალაშია 1 - 10 სექტემბრის ჩათვლით რეგისტრაციის შემთხვევაში:
2.1. ერთი მოდული: ̶8̶0̶0̶ 399 ₾
2.2. ორი მოდული: ̶1̶6̶0̶0̶ 749 ₾
2.3. სამი მოდული: ̶2̶4̶0̶0̶ 1099 ₾
2.4. მთლიანი კურსი: ̶3̶2̶0̶0̶ 1449 ₾
3 მესამე კალათა - სტანდარტული საფასური იმ შემთხვევაში, თუ პირველი და მეორე კალათით ვერ მოასწარი:
3.1. ერთი მოდული: 800 ₾
3.2. ორი მოდული: ̶1̶6̶0̶0̶ 1499 ₾
3.3. სამი მოდული: ̶2̶4̶0̶0̶ 2199 ₾
3.4. მთლიანი კურსი: ̶3̶2̶0̶0̶ 2899 ₾
გაითვალისწინე: რაც უფრო ადრე დარეგისტრირდები, ან/და რაც უფრო მეტ მოდულს აიღებ, მით უფრო იაფი დაგიჯდება სწავლა. მაგალითად, ერთი მოდულის სტანდარტულ ფასზე ნაკლებად (800₾), მეორე კალათით შეგიძლია იყიდო – სამი მოდული (749₾), ხოლო პირველი კალათით – მთლიანი კურსი (649₾).

